უილიამ მარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილიამ მარსი
ინგლ. William L. Marcy
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1786(1786-12-12)[1] [2]
დაბადების ადგილი Southbridge
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 1857(1857-07-04)[1] [2] (70 წლის)
გარდაცვალების ადგილი Ballston Spa
მოქალაქეობა აშშ
განათლება ბრაუნის უნივერსიტეტი

უილიამ მარსი (ინგლ. William Marcy; დ. 12 დეკემბერი, 1786 — გ. 4 ივლისი, 1857) — ამერიკელი იურისტი, პოლიტიკოსი და მოსამართლე. სხვადასხვა დროს ეკავა აშშ-ის სენატორის, ნიუ-იორკის გუბერნატორის, აშშ-ის ომის მდივნისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობა. მონაწილეობდა გედსდენის შესყიდვასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

დაიბადა საუსბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. ბრაუნის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურიდიული პრაქტიკა ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქში, ტროაში დაიწყო. მსახურობდა 1812 წლის ინგლის-ამერიკის ომში, როგორც პირველი ლეიტენანტი და კაპიტანი. თავდაპირველად იყო დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტიის ფრაქცია Bucktail-ის წევრი,[3]1820-იან წლებში დემოკრატ-რესპუბლიკელების დაშლის შემდეგ გახდა დემოკრატიული პარტიის წევრი. 1821-დან 1831 წლამდე ეკავა ნიუ-იორკის გენერალ-ადიუტანტის, ნიუ-იორკის შტატის კონტროლიორის და ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა. გუბერნატორობამდე, 1831 წლიდან 1833 წლამდე არჩეულ იქნა აშშ-ის სენატში. ნიუ-იორკის გუბერნატორის თანამდებობა სამჯერ ეკავა, თუმცა 1818 წელს ეს პოზიცია ვიგების პარტიის კანდიდატმა, უილიამ სიუარდმა დაიკავა.

1845 წლიდან-1849 წლამდე ეკავა ომის მდივნის თანამდებობა, [3] მეთვალყურეობდა ამერიკა-მექსიკის ომს. 1853 წელს ფრანკლინ პირსის პრეზიდენტობისას, იყო სახელმწიფო მდივანი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე, 1857 წელს გარდაიცვალა.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Chisholm 1911.