ელ გრეკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
"მოხუცი კაცის პორტრეტი" (ელ გრეკოს ავტოპორტრეტი)

ელ გრეკო (El Greco, შესაძლოა კასტილიური და ვენეციური ენების კომბინაციით "ბერძენი"; *1541 - 7 აპრილი, 1614) — ესპანური რენესანსის მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი. როგორც წესი, საკუთარ ნამუშევრებს ბერძნული ასოებით აწერდა ხელს სრული სახელით: დომენიკოს თეოტოკოპულოს (Δομήνικος Θεοτοκόπουλος), რითაც ხაზს უსვამდა მის ბერძნულ წარმოშობას.

დაიბადა კრეტაზე, რომელიც იმ პერიოდში ვენეციის რესპუბლიკის ნაწილი იყო. 26 წლის ასაკში ვენეციაში გაემგზავრა სასწავლებლად, რაც იმ ხანად ჩვეული მოვლენა იყო ბერძენი მამაკაცებისთვის, რომელთაც უკეთესი განათლების მიღება სურდათ. 1570 წელს ის რომში გადადის, სადაც სახელოსნოს ხსნის და ნამუშევართა მთელ სერიას ქმნის. იტალიაში ყოფნის პერიოდში განავრცო ელ გრეკომ თავისი სტილი ვენეციური რენესანსის მანიერიზმის ელემენტებით. 1577 წელს ის ტოლედოში, ესპანეთი, გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე რჩება. სწორედ ტოლედოში შექმნა მან თავისი საუკთესო ნამუშევრები.