გლარუსის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გლარუსი
Glarus
გერბი
Wappen Glarus matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი გლარუსი
მსხვილი ქალაქი გლარუს-ნორდი
ოფიციალური ენები გერმანული
მოსახლეობა (2010) 38 608 კაცი
სიმჭიდროვე 56 კაცი/კმ²
ფართობი 685,3 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 3 614
 410
გლარუსი რუკაზე
აბრევიატურა GL
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Canton of Glarus

გლარუსიკანტონი აღმოსავლეთ შვეიცარიაში. დედაქალაქია გლარუსი. მოსახლეობა ალემანური გერმანულის დიალექტის სახესხვაობაზე საუბრობს. 81% ქრისტიანია, ძირითადად პროტესტანტები და კათოლიკეები. 2010 წლის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობა 38 608 ადამიანს შეადგენს.

კანტონის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული რელიგიასთან. მდინარე ლინტის ხეობის მოსახლეობა ქრისტიანობაზე II საუკუნეში ირლანდიელმა ბერმა წმინდა ფრიდოლინმა მოაქცია, რომელიც ამჟამინდელ გერბზეა გამოსახული. ბაზელის სიახლოვეს მან ზეკინგენის სააბატო დააარსა. IX საუკუნეში, გლარუსის მთელი ტერიტორია სააბატოს კუთვნილებაში იყო. 1288 წლისთვის, ჰაბსბურგებმა თანდათან გამოთქვეს პრეტენზიები ამ ტერიტორიაზე. 1352 წელს კანტონი შვეიცარიის კონფედერაციაში შევიდა. 1388 წლის 9 აპრილს, შვეიცარიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს ავსტრიასთან, ქალაქ ნეფლესთან, შვეიცარიელებმა სასტიკად დაამარცხეს ავსტრიის ძალები.

გლარუსის კანტონისთვის დამახასიათებელია მდინარე ლინტისა და სერნტფალის ღრმა ხეობები. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მთიანია. უმაღლესი წერტილია გლარნის ალპებში მდებარე ტედის მთა.

კანტონის გეოგრაფიამ XVII საუკუნეში ხელი შეუწყო ფიქლების მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას. გარსშემორტყმული მთები ინდუსტრიალიზაციისათვის ასევე ძლიერ ხელსაყრელი იყო. XVIII საუკუნეში მნიშვნელოვანი იყო ბამბის დართვა, რაც ტრადიციულ შალის დართვას ავსებდა. ინდუსტრიალიზაციამ ჰიდროელექტროსადგურები მოიტანა, მოგვიანებით კი დანადგარების წარმოება, მეტალურგია და ქაღალდის საწარმოები.

სამრეწველო უპირატესობებმა ვერ განდევნა მეცხოველეობა. მთიან არეალებში აშენებენ მსხვილფეხა რქოსან საქონელს.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]