ბაზელ-ლანდის კანტონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | ლისტალი |
| მსხვილი ქალაქი | ალშვილი |
| ოფიც. ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2011) | 277 042 კაცი |
| სიმჭიდროვე | 540 კაცი/კმ² |
| ფართობი | 517,56 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
1 169 მ 246 მ |
| აბრევიატურა | BL |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Basel-Landschaft | |
ბაზელ-ლანდი (გერმ. Basel-Landschaft) — კანტონი შვეიცარიაში. დედაქალაქია ლისტალი. ესაზღვრება ბაზელ-შტადტის, ზოლოთურნის, იურის და აარგაუს კანტონებს, ასევე საფრანგეთსა და გერმანიას.
ჩამოყალიბდა 1833 წელს, როგორც ისტორიული ბაზელის კანტონის სექცია.
კანტონი შვეიცარიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. კვეთს იურის მთები. მის ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ერგოლცი და ბირსი.
ბაზელ-ლანდის კანტონი ადმინისტრაციულად 5 რაიონად იყოფა.
2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 277 042 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია; 43% კათოლიკეა, 32% პროტესტანტი.[1]
კანტონის ეკონომიკური საქმიანობის მთავარი დარგია სოფლის მეურნეობა. მისდევენ მეცხოველეობას. მრეწველობის დარგებს შორის განვითარებულია საფეიქრო მრეწველობა, მეტალურგია და ქიმიური მრეწველობა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
- ოფიციალური სტატსიტიკა
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.
|
|||||