ციურიხის კანტონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | ციურიხი |
| ოფიც. ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2011) | 1 390 124 კაცი |
| სიმჭიდროვე | 800 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 729 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
1 292 მ 332 მ |
| აბრევიატურა | ZH |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Canton of Zurich | |
ციურიხი (გერმ. Zurich) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ციურიხი. ოფიციალური ენა გერმანულია, თუმცა ხალხი ადგილობრივ შვეიცარიულ გერმანულ დიალქეტზე საუბრობს.
შვეიცარიის კონფედერაციას ციურიხის კანტონი 1351 წელს შეუერთდა.
კანტონი ალპების ჩრდილოეთით მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება შაფჰაუზენის კანტონი, დასავლეთით — აარგაუს, სამხრეთით — ცუგისა და შვიცის, აღმოსავლეთით კი თურგაუსა და სანქტ-გალენის კანტონები. მის ტერიტორიაზეა მოქცეული ციურიხის ტბის უდიდესი ნაწილი.
კანტონის ფართობი 1 728,8 კმ²-ია, საიდანაც 43,4% სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგია, 30,7% ტყიანია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილს შეადგენს წყალმარჩხ მდინარეთა ხეობები, რომლებიც რაინისკენ ეშვებიან.
2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 390 124 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი (83,4%) გერმანულენოვანია.
კანტონის მიწების უდიდესი ნაწილი დამუშავებულია, თუმცა იგი მაინც არ მიიჩნევა სასოფლო-სამეურნეო მხარედ. ყველგანაა განვითარებული მანუფაქტურა. წარსულში მნიშვნელოვანი იყო აბრეშუმისა და ბამბის წარმოება, თუმცა დღეს მთავარი აქცენტი გადატანილია მანქანა-დანადგარებისა და ქაღალდის წარმოებაზე. ეკონომიკაში დიდი წვლილი შეაქვთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს. ქალაქი ციურიხი ერთ-ერთი უმთავრესი საბანკო-სადაზღვევო ცენტრია.
კანტონის საბჭო 180 წევრისაგან შედგება, რომელთაც 4 წლიანი ვადით ირჩევენ. კანტონი 12 რაიონად და 171 მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი (გერმანული)
- ოფიციალური სტატსიტიკა
- Guide for shops in canton zurich
- Zürich Tourism
- Greater Zurich Area
- http://tages-anzeiger.ch/dyn/news/zuerich/620957.html
|
|||||