შვიცის კანტონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინისტრაციული ცენტრი | შვიცი |
| მსხვილი ქალაქი | ფრაიენბახი |
| ოფიციალური ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2010) | 146 730 კაცი |
| სიმჭიდროვე | 160 კაცი/კმ² |
| ფართობი | 907,92 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
2 802 მ 406 მ |
| აბრევიატურა | SZ |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Canton of Schwyz | |
შვიცი (გერმ. Schwyz) — კანტონი ცენტრალურ შვეიცარიაში, ალპებს (სამხრეთით), ლუცერნისა (დასავლეთით) და ციურიხის (ჩრდილოეთით) ტბებს შორის. დედაქალაქ შვიცში გამოფენილია შვეიცარიის ფედერალური ქარტია.
შვიცი შვეიცარიის ერთ-ერთი დამფუძნებელი კანტონია. შვეიცარიის კონფედერაციას 1291 წელს შეუერთდა.
ტერიტორიის ფართობი 908,2 კმ²-ია, საიდანაც 41% სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგია. მთავარი მდინარეებია ზილი და მუოტათალი. მოიცავს ლუცერნისა და ციურიხის ტბების ნაწილებს. ადმინისტრაციულად კანტონი ექვს რაიონად და 30 მუნიციპალიტეტად იყოფა.
2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 146 730 ადამიანს შეადგენს და მათი უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია.
კანტონი ძირითადად სოფლის მეურნეობასთანაა დაკავშირებული. მისდევენ მესაქონლეობას. წარსულში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საფეიქრო მრეწველობას, რომელიც დღეისათვის შეჩერებულია. რამდენიმე რეგიონში მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
|
|||||