ზოლოთურნის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოლოთურნი
Solothurn
გერბი
Wappen Solothurn matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი ზოლოთურნი
მსხვილი ქალაქი ოლტენი
ოფიციალური ენები გერმანული
მოსახლეობა (2011) 257 393 კაცი
სიმჭიდროვე 330 კაცი/კმ²
ფართობი 790,49 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 1 445
 277
ზოლოთურნი რუკაზე
აბრევიატურა SO
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Canton of Solothurn

ზოლოთურნი (გერმ. Solothurn) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ზოლოთურნი.

ისტორია[რედაქტირება]

1798—1803 წლებში კანტონი ჰელვეციის რესპუბლიკაში შედიოდა. 1803 წელს იგი ერთ-ერთი გახდა შვეიცარიის იმ 19 კანტონიდან, რომლებიც ხელახლა აღადგინა ნაპოლეონმა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა კათოლიკე იყო, ზოლოთურნი არ შეუერთდა 1845 წელს დაწყებულ კათოლიკურ სეპარატისტულ მოძრაობას. კანტონის ამჟამინდელი კონსტიტუცია 1987 წელს მიიღეს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კანტონი შვეიცარიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთით და სამხრეთით ესაზღვრება ბერნის კანტონი, აღმოსავლეთით — აარგაუ, ჩრდილოეთით კი ბაზელ-შტადტი. კანტონს გააჩნია საფრანგეთის საზღვრის გასწვრივ მდებარე ორი ექსკლავი რაიონი. წყლის მთავარი სისტემაა მდინარე აარე და მისი შენაკადები. რელიეფი ძირითადად ბრტყელია, მაგრამ ასევე მოიცავს იურის მთების მთისწინეთს. ბრტყელ ზედაპირზე გაწოლილი ვაკეები მდინარე აარეს წარმოქმნილია. კანტონის მთლიანი ფართობი 791 კმ²-ია.

დემოგრაფია[რედაქტირება]

2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 257 393 ადამიანს შეადგენს და ძირითადად გერმანულენოვანია. მათგან 44% კათოლიკეა, 31% პროტესტანტი.[1]

ეკონომიკა[რედაქტირება]

XIX საუკუნიდან მოყოლებული, კანტონის ეკონომიკის ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობა იყო. იგი დღემდე მნიშვნელოვანი როლის მქონედ რჩება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მანუფაქტურა და მომსახურების სფერო. ინდუსტრია სპეციალიზირდება საათების წარმოებაზე, იუვილერიაზე, ტექსტილზე, ქაღალდზე, ცემენტსა და ავტონაწილებზე. ბოლო დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა გახდა ფეხსახმლის წარმოება, მაგრამ იგი საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი არაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2004)Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.