სანქტ-გალენის კანტონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | სანქტ-გალენი |
| ოფიც. ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2011) | 483 101 კაცი |
| სიმჭიდროვე | 240 კაცი/კმ² |
| ფართობი | 2 025,54 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
3 248 მ 396 მ |
| აბრევიატურა | SG |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Canton of St. Gallen | |
სანქტ-გალენი — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს 2 026 კმ² ტერიტორიას, მოსახლეობა კი 2011 წლის მონაცემებით 483 101 ადამიანს შეადგენს, რომელთა უდიდესი ნაწილი გერმანულენოვანია. დედაქალაქია სანქტ-გალენი.
სანქტ-გალენის კანტონი 1803 წელს ნაპოლეონ ბონაპარტეს მიერ ხელოვნურადაა შექმნილი სხვადასხვა ისტორიულ ტერიტორიებზე.
კანტონს ჩრდილოეთით კონსტანცის ტბა ესაზღვრება, სამხრეთით კი მდინარე რაინის ხეობაა გაწოლილი. სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 398-3 251 მეტრს შორის. კანტონის ტერიტორიაზე არსებული მთები მოიცავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის — სარდონის ტექტონიკური ზონის გარკვეულ ნაწილს.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებს შორის მნიშვნელოვანია მერძევეობა. ვაკეებზე მოჰყავთ ხილი და აწარმოებენ ღვინოს. ინდუსტრიებს შორისაა ოპტიკური საქონლის, პიროტექნიკის, ქიმიკატებისა და ფარმაცევტული საქონლის წარმოება.
ადმინისტრაციულად კანტონი 86 მუნიციპალიტეტად იყოფა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
- City of St. Gallen (გერმანული)
|
|||||