ურის კანტონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | ალტდორფი |
| ოფიც. ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2010) | 35 422 კაცი |
| სიმჭიდროვე | 33 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 076,57 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
3 630 მ 434 მ |
| აბრევიატურა | UR |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Canton of Uri | |
ური — კანტონი შვეიცარიაში, შვეიცარიის კონფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ტერიტორია მოიცავს მდინარე როისის ხეობას ლუცერნის ტბასა და სენ-გოტარდის უღელტეხილს შორის. ძირითადი სალაპარაკო ენა გერმანულია. ური ერთადერთი კანტონი იყო, რომლის სკოლებშიც პირველად უცხო ენად იტალიურს ასწავლიდნენ, მაგრამ 2005/2006 სასწავლო წლიდან, სხვა მრავალი კანტონის მსგავსად ის ინგლისურმა ენამ შეცვალა. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობა 35 422 ადამიანს შეადგენს.
შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში ური 1291 წელს შევიდა.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
ური შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, შვეიცარიის ალპების ჩრდილოეთით. ფართობი 1 076,4 კმ²-ს შეადგენს, საიდანაც 24,4% სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგია, 18,2% კი ტყეებს უჭირავს. დარჩენილი 1,7% დასახლებულია, ხოლო 55,6% არაპროდუქტიული მიწაა.
კანტონისა და მთლიანად ურნერის ალპების უმაღლესი წერტილია ფურკის უღელტეხილის ჩრდილოეთით მდებარე დამაშტოკის მთა (3 630 მ). ურის ტერიტორიაზე ნაწილობრივაა მოქცეული გლარნისა და ლეპონტის ალპები.
ეკონომიკა [რედაქტირება]
ურის ეკონომიკის მთავარი სექტორია ტურიზმი. 2008 წლის მონაცემებით, ფუნქციონირებს 91 სასტუმრო. ამავე წელს, სასტუმროებში 145 600 ადამიანი გაჩერდა, რომელთა 67,1% უცხოელი იყო.[1]
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიდროენერგიის წარმოებას.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
- ოფიციალური სტატსიტიკა
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Canton of Uri Statistics-Angebot, Ankünfte und Logiernächte in Hotelbetrieben Uri (2005 bis 2008) (გერმანული) accessed 15 January 2012
|
|||||