ბაზელ-შტადტის კანტონი
| გერბი |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინ. ცენტრი | ბაზელი |
| მსხვილი ქალაქი | ბაზელი |
| ოფიც. ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2012) | 192 581 კაცი |
| სიმჭიდროვე | 5 200 კაცი/კმ² |
| ფართობი | 37 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
522,19 მ 244,75 მ |
| აბრევიატურა | BS |
| bs.ch ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Basel-Stadt | |
ბაზელ-შტადტი (გერმ. Basel-Stadt) — კანტონი შვეიცარიაში. მის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი ბაზელი და ბეტინგენისა და რიენის მუნიციპალიტეტები.
მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და საფრანგეთი, სამხრეთით კი ბაზელ-ლანდის კანტონი. ფართობი 37 კმ²-ს შეადგენს და ამ მხრივ უმცირესია შვეიცარიაში.
კანტონი 1833 წელს ჩამოყალიბდა, როგორც ისტორიული ბაზელის კანტონის სექცია.
ბაზელ-შტადტი ნახევრად კანტონია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას სახელმწიფო საბჭოში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ჰყავს. დედაქალაქია ბაზელი. ამჟამინდელი კონსტიტუცია 1889 წელსაა მიღებული.
2012 წლის მონაცემებით, კანტონის მოსახლეობა 192 581 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 56 106, მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 30,29% უცხოელია.[1] 25% კათოლიკეა, 27% პროტესტანტი, 10% სხვა რელიგიების მიმდევარია, 36% კი თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს.[2]
კანტონის ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქიმიურ და ფარმაცევტულ მრეწველობას.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Federal Department of Statistics (2008). Ständige Wohnbevölkerung nach Staatsangehörigkeit, Geschlecht und Kantonen (Microsoft Excel). წაკითხვის თარიღი: November 5, 2008.
- ↑ Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.
|
|||||