ნიდვალდენის კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიდვალდენის კანტონი
Kanton Nidwalden
გერბი
Wappen Nidwalden matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი შტანსი
ოფიციალური ენები გერმანული
მოსახლეობა (2010) 41 024 კაცი
სიმჭიდროვე 150 კაცი/კმ²
ფართობი 275,9 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 2 901
 434
ნიდვალდენის კანტონი რუკაზე
აბრევიატურა NW
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Nidwalden

ნიდვალდენი (გერმ. Nidwalden) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 41 024 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 75,6% კათოლიკეა, 11,9% კი შვეიცარიის რეფორმაციული ეკლესიის მიმდევარია.[1]

ნიდვალდენი მეზობელ ობვალდენთან ერთად შვეიცარიის კონფედერაციას 1291 წელს შეუერთდა.

კანტონს ჩრდილოეთით ლუცერნის ტბა ესაზღვრება, სხვა მიმართულებებით კი ურნერის ალპების ქედები. ტერიტორიის მთლიანი ფართობი 276,1 კმ²-ია, საიდანაც დასახლებული და სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგია 40%. ტერიტორიის დაახლოებით 1/3 ტყეებს უკავია.

XX საუკუნის ბოლომდე ნიდვალდენში ეკონომიკის დომინანტი სექტორი იყო სოფლის მეურნეობა. ხორცისა და ყველის ექსპორტი ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაში ხდებოდა. ბოლო წლებში, ნიდვალდენი მზარდად პოპულარული ადგილი გახდა საცხოვრებლად და სამუშაოდ, რასაც ძირითადად დაბალი გადასახადები და ცენტრალური მდებარეობა განაპირობებს ციურიხსა და მილანს შორის, ისევე როგორც თვალწარმტაცი ლანდშაფტი.

მთიანი გეოგრაფიის წყალობით, კანტონში მნიშვნელოვანია ტურიზმის როლი. ტბა და მთები უამრავ ტურისტს იზიდავს, როგორც ზაფხულში, ისე ზამთარში.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics. (2008)Wohnbevölkerung nach Religion, nach Kantonen und Städten (Microsoft Excel). წაკითხვის თარიღი: 6 October 2008.