აარგაუს კანტონი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| დროშა |
|
| ქვეყანა | |
| სტატუსი | კანტონი |
| ადმინისტრაციული ცენტრი | არაუ |
| მსხვილი ქალაქი | ვეტინგენი |
| ოფიციალური ენები | გერმანული |
| მოსახლეობა (2011) | 621 398 კაცი |
| სიმჭიდროვე | 440 კაცი/კმ² |
| ფართობი | 1 404 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - უმაღლესი წერტილი - ყველაზე დაბალი წერტილი |
908 მ 260 მ |
| აბრევიატურა | AG |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| Aargau | |
აარგაუ (გერმ. Aargau) — კანტონი ჩრდილოეთ შვეიცარიაში. მოიცავს მდინარე აარეს ქვედე დინებას. ფართობი 1 404 კმ²-ს შეადგენს, დედაქალაქია არაუ. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია, დასავლეთით — ბაზელ-ლანდის, ზოლოთურნისა და ბერნის კანტონები; სამხრეთით — ლუცერნის, აღმოსავლეთით კი ციურიხისა და ცუგის კანტონები.
აარგაუ შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებმთიანი კანტონია და მიეკუთვნება შვეიცარიის დიდ ზეგანს. ზედაპირი თვალწარმტაცი და მრავალფეროვანია, ტალღოვანი სივრცეებითა და ტყით შემოსილი ბორცვებით, რომლებსაც ცვლის მდინარე აარესა და მისი შენაკადების მიერ მორწყული ნაყოფიერი ველები.
2011 წლის მონაცემებით, კანტონის მოსახლეობა 621 398 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 21,5% რეზიდენტი სხვა ეროვნების მაცხოვრებელია.
კანტონი დაყოფილია 11 რაიონად.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||