თურგაუს კანტონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თურგაუს კანტონი
Kanton Thurgau
გერბი
Wappen Thurgau matt.svg
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
სტატუსი კანტონი
ადმინისტრაციული ცენტრი ფრაუენფელდი
ოფიციალური ენები გერმანული
მოსახლეობა (2011) 250 640 კაცი
სიმჭიდროვე 250 კაცი/კმ²
ფართობი 991,02 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან
 - უმაღლესი წერტილი
 - ყველაზე დაბალი წერტილი

 991
 370
თურგაუს კანტონი რუკაზე
აბრევიატურა TG
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg Thurgau

თურგაუ (გერმ. Thurgau) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ფრაუენფელდი. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 250 640 ადამიანს შეადგენს, რომელთა 45% პროტესტანტია, 36% კი კათოლიკე.[1]

ისტორია[რედაქტირება]

პრეისტორიულ ხანაში კანტონის მიწები ბოდენის ტბის გასწვრივ პფინის კულტურით იყო დასახლებული. რომაულ ხანაში კანტონი რაეტიის პროვინციის შემადგენლობაში შევიდა, თუმცა 450 წლიდან აქ ალემანების დასახლება დაიწყო.

1798 წელს კანტონი ჰელვეციის რესპუბლიკის ნაწილი გახდა, 1803 წელს კი შვეიცარიის კონფედერაციის შემადგენლობაში შევიდა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

კანტონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ბოდენის ტბა, გერმანია და ავსტრია; სამხრეთიდან — სანქტ-გალენის კანტონი, დასავლეთით კი ციურიხისა და შაჰფაუზენის კანტონები. ჩრდილო-დასავლეთით საზღვარი მდინარე რაინს მიუყვება. ფართობი 991 კმ²-ს შეადგენს.

ეკონომიკა[რედაქტირება]

თურგაუს კანტონი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებითაა განთქმული. მოჰყავთ ვაშლი, მსხალი და სხვადასხვა ხილ-ბოსტნეული. თურის ხეობაში მისდევენ მევენახეობას.

განვითარებულია მრეწველობაც. მათ შორისაა საგამომცემლო საქმიანობა, ტექსტილი და ხელოსნობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Federal Department of Statistics (2004). Wohnbevölkerung nach Religion (Interactive Map). წაკითხვის თარიღი: 2009-01-15.