სომხეთი სპარსეთის იმპერიაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთი სპარსეთის იმპერიაში
Հայկական մարզպանություն

პროვინცია

428646
პროვინციის დროშა

სომხეთი სპარსეთის იმპერიაში (428–646)
დედაქალაქი დვინი
ენა სომხური, სპარსული
რელიგია სომხური მართლმადიდებლობა, ზოროასტრიზმი
მმართველობის ფორმა მონარქია

სომხეთი სპარსეთის იმპერიაში (სპარს. 𐭠𐭫𐭬𐭭𐭩; სომხ. Հայկական մարզպանություն) — სპარსეთის იმპერიის ნაწილი, რომელშიც ცხოვრობდნენ სომხები, სანამ სასანიანების მმართველობის დასრულებამდე. პროვინციის ტერიტორია დროთა განმავლობაში იცვლებოდა. 387 წელს სომხეთის ორ: ბიზანტიურ და სპარსულ ნაწილებად გაყოფის გამო, ხანდახან პროვინცია იწოდებოდა როგორც აღმოსავლეთ სომხეთი. სომეხი ისტორიკოსი გიორგი ბურნუტიანის თქმით „III საუკუნეში ირანს ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა სომხურ კულტურაზე, სხვა მეზობლებთან შედარებით“.

სომხები და აქემენიანთა იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ. წ. 550 წელს მიდიის სამეფოს დაცემის შემდეგ, სპარსეთის მეფე კიროს II დიდმა დაიპყრო მცირე აზია და მესოპოტამია. კიროსის შვილმა განაგრძო მამის კამპანია ეგვიპტეში. ძლევამოსილი იმპერიის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სომხეთიც.

სომხურმა ცხენოსნებისა და ქვეითების კონტიგენტმა მონაწილეობა მიიღო კიროს დიდის მიერ ლიდიისა და ბაბილონის დაპყრობაში, შესაბამისად ძვ. წ. 546 და ძვ. წ. 539 წლებში.

ბეჰისთუნის წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარწერის ავტორად დარიოს I მიიჩნევა. ერთ-ერთ წარწერაში დარიოსი თანამიმდევრულად აღწერს კიროს II დიდისა და კამბისე II-ის სიკვდილს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომლებთანაც დარიოსმა ერთ წელში ცხრა ბრძოლა გამართა მათი ხელმძღვანელობით იმპერიაში მიმდინარე აჯანყებების ჩასახშობად.

სომხეთი სპარსეთის იმპერიის კონტროლის ქვეშ ძვ. წ. 519ძვ. წ. 330 წლებში რჩებოდა. ეს წლები მშვიდობიან, ვაჭრობის განვითარების პერიოდადაა მიჩნეული.

ძვ. წ. 190 წელს ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო აქემენიანთა იმპერია და დამოუკიდებელი სომხეთის მმართველად არტაშესიანთა დინასტია დანიშნა.

სომხეთი და სასანიანთა იმპერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

301 წელს სომხეთმა ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა აირჩია. 387 წელს სომხეთი ორ ნაწილად გაიყვეს ბიზანტიელებმა და სპარსელებმა. 428 წელს არშაკუნიანების დინასტიის გაუქმების შემდეგ, აღმოსავლეთ ნაწილზე კონტროლი სასანიანებმა დაამყარეს.

ვარდან მამიკონიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტიანობამ სომხეთში ბევრი მიმდევარი პოვა, სპარსელებმა კი მათი ზოროასტრიზმისკენ გადადრეკა სცადეს. ამ პროცესებმა მოსახლეობა აღაშფოთა და 66 000 სომეხი, ვარდან მამიკონიანის ხელმძღვანელობით სპარსელებს დაუპირისპირდა ავარაირის ბრძოლაში.

შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მართალია სომხების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და სომხეთი ისევ სასანიანთა იმპერიის მმართველობაში რჩებოდა, თუმცა ისინი შეუპოვრად იბრძოდნენ მეტი სახელმწიფოებრივი და რელიგიური დამოუკიდებლობისთვის. შედეგად სომხეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kurdoghlian, Mihran; Hayots, Badmoutioun; Hador, A (1994), Armenian History, I, Athens, Greece, pp. 56–57, 61–62.
  • Babayan, Yuri, Historical province of the Greater Armenia.
  • Bournoutian, George A, A History of the Armenian People, II, p. 1.