სომხეთის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერევანისომხეთის ეკონომიკური ცენტრი

სომხეთის ეკონომიკა 2019 წელს 7.6%-ით გაიზარდა,[1] რაც უმაღლესი მაჩვენებელი იყო 2007 წლის შემდეგ,[2] თუმცა მკვეთრად, 5.7%-ით შემცირდა 2020 წელს, რაც მეტწილად 2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომით იყო გამოწვეული.[3] 2012-2018 წლებში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 40.7%-ით გაიზარდა.[4]

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს სომხეთის ეკონომიკის წამყვანი დარგი მრეწველობა იყო, რომელშიც ქიმიური ნივთიერებების, ელექტრონიკის, მანქანა-დანადგარების, ნახევარფაბრიკატების, სინთეტიკური რეზინისა და ტექსტილის წარმოება ჭარბობდა. იგი ძლიერ იყო დამოკიდებული იმპორტირებულ რესურსებზე. სომხურ მაღაროებში მოიპოვებენ თუთიას, ოქროს, ტყვიასა და სპილენძს. ენერგიის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან იმპორტირებული საწვავიდან მიიღება.[5] შიდა ენერგიის მთავარი წყარო ჰიდროელექტროენერგიაა.

გლობალური კონკურენტუნარიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებში 2010-2017 წლებში

The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით სომხეთი „მეტწილად თავისუფალ“ ეკონომიკას წარმოადგენს და 34-ე ადგილზეა, რითის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ყველა სახელმწიფოსა და ევროპის კავშირის ზოგიერთ სახელმწიფოს (კვიპროსი, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია და იტალია) უსწრებს.[6][7]

ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების 2019 წლის ანგარიშის მიხედვით 162 სახელმწიფოს შორის სომხეთი 27-ე ადგილზეა და მეტწილად თავისუფალ ეკონომიკას მიეკუთვნება.[8][9]

„ბიზნესის კეთების“ ინდექსის მიხედვით სომხეთი 47-ე ადგილზეა. გაეროს განვითარების პროგამის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით სომხეთი 81-ე ადგილს იკავებს და მაღალი ჰუმანური განვითარების ინდექსის მქონე ქვეყნების სიაშია. საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული კორუფციის აღქმნის ინდექსის მიხედვით სომხეთი მსოფლიოს 179 სახელმწიფოს შორის მე-60 ადგილზე გავიდა.

ეკონომიკის სექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხური ხილი

სოფლის მეურნეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი დარგია. სომხეთში 2.1 მლნტ ჰექტარი მიწა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება, რაც ქვეყნის ტერიტორიის 72%-ს შეადგენს. 2006 წლისთვის სამუშაო ძალის 46% სოფლის მეურნეობის სექტორში იყო დასაქმებული. მთლიანი შიდა პროდუქტის 21% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა.[10]

2018 წელს სომხეთმა აწარმოა: 415 ათასი ტონა კარტოფილი, 199 ათასი ტონა ბოსტნეული, 187 ათასი ტონა ხორბალი, 179 ათასი ტონა ყურძენი, 138 ათასი ტონა პომიდორი, 126 ათასი ტონა საზამთრო, 124 ათასი ტონა სათესი ქერი, 109 ათასი ტონა ვაშლი, 104 ათასი ტონა გარგარი (მე-12 ადგილი მსოფლიოში), 89 ათასი ტონა კომბოსტო, 54 ათასი ტონა შაქრის ჭარხალი, 52 ათასი ტონა ატამი, 50 ათასი ტონა კიტრი, 39 ათასი ტონა ხახვი და მცირე მოცულობით სხვა პროდუქტები.[11]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარაჯარნის საბადო ― სპილენძ-მოლიბდენის უდიდესი საბადო სომხეთში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სომხეთს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 70-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 69-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 4 149.3 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.02%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 3.6%-ია. უმუშევრობის დონე 17.7%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 15.8%-ია. ჯინის კოეფიციენტი 33.6-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით სომხეთი 62-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 36-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 129-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 46-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 58-ე, გამჭვირვალობით ― 91-ე, საკუთრების უფლებებით ― 49-ე, კორპორატიული მმართველობით ― 55-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 74-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით სომხეთი მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის მე-60 ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 74-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 49-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით სომხეთი 59-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად საკმაოდ სტაბილურია, 64-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 1.7%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით სომხეთი 44-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 24-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 84-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 32-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 39-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 36-ს.

სომხეთში საკმაოდ კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (64-ე ადგილი): სიღრმით 75-ე, ხოლო სტაბილურობით 56-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 118-ე ადგილს იკავებს. სომხეთში საშუალოდაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (57-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 68-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 47-ს.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2019թ.-ի համախառն ներքին արդյունքի (ՀՆԱ) ռամսյակային և տարեկան նախնական տվյալները. ციტირების თარიღი: November 9, 2021.
  2. GDP growth (annual %) - Armenia | Data. ციტირების თარიღი: 2020-05-06
  3. Overview en. ციტირების თარიღი: 2021-03-07
  4. ARKA: "Armenia's GDP has grown 40.7% over seven year and key banking indicators have almost doubled". ციტირების თარიღი: 25 May 2019
  5. Armenia - Energy Sector | export.gov en. ციტირების თარიღი: 2019-07-08
  6. Heritage Index of Economic Freedom. The Heritage Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 22 July 2009
  7. Armenia Economy: Population, GDP, Inflation, Business, Trade, FDI, Corruption en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-28. ციტირების თარიღი: 2019-10-24
  8. „Economic Freedom of the World: 2018 Annual Report“. Fraser Institute (ინგლისური). 2018-09-25. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
  9. You are being redirected.... ციტირების თარიღი: 2019-10-24
  10. Statistical Yearbook 2007, Armenia National Statistical Service, Yerevan
  11. FAOSTAT.
  12. Schwab, K. (ed.) (2019). The Global Competitiveness Report 2019. World Economic Forum. Retrieved November 14, 2022. pp. 62-65.