ვარდან მამიკონიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდან მამიკონიანი (სომხ. Վարդան Մամիկոնյան) (დ. დაახლოებით 380 — გ. 26 მაისი, 451) — სომეხი სარდალი (V საუკუნე). 432 წელს მამიკონიანი სომხეთის სპარაპეტი გახდა. იგი გაიწვიეს ირანში და მიაღებინეს სახელმწიფო რელიგია — ზოროასტრიზმი. მაგრამ სომხეთში დაბრუნების შემდეგ, 450-451 წლებში, სათავეში ჩაუდგა აჯანყებას ირანის წინააღმდეგ. მან რამდენიმეჯერ დაამარცხა ირანელები და აჯანყებულთა მთავრობის მეთაური გახდა. დაიღუპა 451 წლის 26 მაისს ავარაირის ბრძოლაში (მდინარე თხმუტის ნაპირზე, ნახიჩევანის დასავლეთით). მამიკონიანი როგორც ისტორიული პირი იხსენიება იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაში“.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: