არაგაწი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არაგაწი (სომხ. Արագած), ალაგიოზი (თურქ. Alagöz) მთის მასივი სომხეთში, ერევნის ჩრდილოეთ-დასავლეთით, არარატის ვაკის ჩრდილოეთით. არაგაწი მრგვალი, ფარისებრი ამაღლებაა, რომელზედაც დაკბილული მწვერვალია აღმართული. სომხეთის და ამიერკავკასიის მთიანეთის უმაღლესი წერილი (4090). აგებულია ლავებითა და ტუფებით. არის მყინვარები. ჭარბობს მთის ქსეროფიტული სტეპები. მწვერვალთან მაღალთის მდელოები და ქვის ნაყარია. სამხრეთ ფერდობზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ამბერდის ნანგრევები.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 532, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები