არშაკუნიანები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხეთის სამეფო ასშაკუნიანთა დინასტიის პერიოდში, 150

არშაკუნიანები (ასევე არშაკიდები), სამეფო დინასტიის სომხეთში (62-428), პართელ არშაკიდთა უმცროსი შტო. დააარსა პართიის მეფე ვალარშ I-ის ძმამ თრდატ I-მა (62, ოფოციალური 66-78). თავდაპირველად ტახტის პრეტენდენტს რომის იმპერატორის საბოლოო ნებართვით პართია აგზავნიდა. პართელი არშაკიდების დაცემის შემდეგ კი, როცა ირანში სასანიანები გამეფდნენ (226), სომხეთის მეფემ ხოსროვ I დიდმა არ ცნო ისინი და სომეხ არშაკუნიანთა ხელისუფლება მას შემდეგ მემკვიდრეობითი გახდა. არშაკუნიანების დროს სომხეთში ყალიბდებოდა ფეოდალური ურთიერთობა. თრდატ III დიდის (298-330) მეფობის წლებში. სომხეთის ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა გამოცხადდა (301). არშაკუნიანები იბრძოდნენ ფეოდალური სეპარატიზმის წინააღმდეგ და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ირანსა და რომს შორის დიდი სომხეთის გაყოფის შემდეგ (387) კი მათი ვასალები გახდნენ. 428 წელს არშაკუნიანების ხელისუფლება დაეცა.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 613, თბ., 1975
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე