სამხრეთ კორეის პრეზიდენტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამინდელი პრეზიდენტი - პაკ კინ ჰე

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი სამხრეთ კორეის კონსტიტუციის თანახმად არის სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. კონსტიტუციითა და 1987 წელს შესწორებული საპრეზიდენტო არჩევნების აქტით, საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება პირდაპირი, ფარული კენჭის ყრით. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლის ვადით, ხელახალი არჩევის შესაძლებლობის გარეშე. თუ ქვეყანაში შეიქნება საპრეზიდენტო ვაკანსია, მომდევნო პრეზიდენტი აირჩევა 60 დღის ვადაში, რომლის დროსაც საპრეზიდენტო უფლებამოვალეობებს ასრულებს პრემიერ-მინისტრი ან კაბინეტის სხვა უპირატესი წევრი, რასაც არეგულირებს კანონი. ოფიციალური რეზიდენციაა ლურჯი სახლი.

2008 წლის 25 თებერვლიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტია ლი მიონ ბაკი.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტების სია[რედაქტირება]

# სახელი მშობლიური
სახელი
მმართველობის ვადა პოლიტიკური პარტია

კორეის დროებითი მთავრობის პრეზიდენტები

1 ლი სინ მანი 이승만 1919—1925
2 პაკ ინ სიკი 박은식 1925
3 ლი სან რიონი 이상룡 1925—1926
4 ჰონ ჯინი 홍진 1926
5 ლი დონ ნიონი 이동녕 1926, 1927—1933, 1935—1940
6 კიმ გუ 김구 1926—1927, 1940—1948 한국독립당
7 იან გი თაკი 양기탁 1933—1935

დროებითი საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარეები

1 კიმ გიუ სიკი 김규식 1946—1948
2 ლი სინ მანი 이승만 1948

საკონსტიტუციო ასამბლეის სპიკერი

1 ლი სინ მანი 이승만 1948

კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტები

1 ლი სინ მანი 이승만 1948—1960 კორეის ლიბერალური პარტია 자유당
acting Heo Jeong 허정 1960 დემოკრატიული პარტია 민주당
2 იუნ ბო სონი 윤보선 1960—1962 დემოკრატიული პარტია 민주당
acting პაკ ჩონ ჰი 박정희 1962—1963 - -
3 პაკ ჩონ ჰი 박정희 1963—1979 სენური 민주공화당
acting ჩჰვე გიუ ჰა 최규하 1979 სენური
4 ჩჰვე გიუ ჰა 최규하 1979—1980 სენური
acting Park Chung-hun 박충훈 1980 - -
5 ჩონ დუ ჰვანი 전두환 1980—1988 სენური 민주정의당
6 რო დე უ 노태우 1988—1993 სენური 민주자유당
7 კიმ იონ სამი 김영삼 1993—1998 სენური
8 კიმ დე ჯუნი 김대중 1998—2003 დემოკრატიული პარტია 새천년 민주당
9 ნო მუ ჰიენი 노무현 2003—2004 დემოკრატიული პარტია, ურიდანი 새천년 민주당, 열린 우리당
acting Go Kun 고건 2004 - -
9 ნო მუ ჰიენი 노무현 2004—2008 დემოკრატიული პარტია, ურიდანი 새천년 민주당, 열린 우리당
10 ლი მიონ ბაკი 이명박 2008 — დღემდე სენური 한나라당
11 პაკ კინ ჰე 박근혜 2013 — არჩეული სენური 새누리당

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]