ლიხაური

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
ლიხაური
ლიხაურის ეკლესია
ლიხაურის ეკლესია
ქვეყანა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ლიხაური
ზღვის დონიდან 80
მოსახლეობა 700 [1] კაცი (2010)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები

ლიხაურისოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური). მდებარეობს მდინარე აჭისწყლის ხეობაში, ნაბადას მთის ჩრდილოეთით, ზღვის დონიდან 80 მ, ოზურგეთიდან 5 კმ. გარკვეული პერიოდის მანძილზე წარმოადგენდა გურიის სამთავროს ცენტრს.

სოფელში არის საჯარო სკოლა[2], ბიბლიოთეკა, ჭიდაობის კლუბი. სოფელში არის რომელიც ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფილიალი, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმი [3]

სექციების სია

[რედაქტირება] ციხე

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლიხაურის ციხე.

თამარის ციხე მდებარეობს ლიხაურის ცენტრიდან 2 კმ მოშორებით. ციხე გვიანდელ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. ციხე გეგმით ოვალურია. ორსართულიანი კარიბჭე ჩრდილოეთიდან აქვს. გალავნის ოთხივე მხარეში კოშკებია ჩართული. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია წყლის რეზერვუარი და ჭა.

[რედაქტირება] ეკლესია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლიხაურის ეკლესია.
ღვთისმშობლის ხატი ლიხაურის ეკლესიიდან

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე , ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა, ეკლესიას ეტყობა გადაკეთებათა კვალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის ხატები.

[რედაქტირება] პიროვნებები

სოფელში დაიბადნენ:

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დიმიტრი ბაქრაძე, არქიტექტურული მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი., 1987 წ.

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე