მელექედური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მელექედური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი მელექედური
კოორდინატები 41°56′53″ ჩ. გ. 42°01′26″ ა. გ. / 41.94806° ჩ. გ. 42.02389° ა. გ. / 41.94806; 42.02389
ფართობი 8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 90
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1170[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 146,25 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მელექედური — საქართველო
მელექედური
მელექედური — გურიის მხარე
მელექედური

მელექედურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი მელექედური). მდებარეობს ნასაკირალის სერის სამხრეთით, მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 90 მ., ოზურგეთიდან 5 კმ. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის მიწურულს მელექედურის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გიორგი ჯაყელი, რომელმაც აღადგინა ეკლესია და მას შესწირა XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული მარხვანი, ასევე ოთხთავი, სახარება, სამოციქულო, პარაკლიტონი და ზატიკი. ჯაყელმა ტაძარი გიორგი გურიელის შემწეობით ააგო. 1828 წლისთვის მელექედურში იდგა ასევე წმინდა გიორგის ხის ეკლესია, რომლის სამრევლო 33 კომლს აერთიანებდა.[3] მელექედური შედიოდა დვაბზუს სასოფლო საზოგადოებაში. დვაბზუს თემს გამოეყო 1920 წელს და შეუერთდა ქალაქ ოზუგეთის თემს.[4]

საბჭოთა პერიოდში მელექედურის ეკონომიკის წამყვანი დარგი იყო მეჩაიეობა. 1958 წელს გაშენებული იყო 200 ჰექტარი ჩაის პლანტაცია, 75 ჰექტარი სიმინდის, 35 ჰა ტუნგის პლანტაცია, 18 ჰა თუთის და 10 ჰა ხეხილის ბაღი. სოფელში აგრეთვე მისდევდნენ მეცხოველეობასა და მებოსტნეობას.[5] 1950-იანი წლების ბოლოსთვის დასრულდა სოფლის ელექტროფიკაცია, აშენდა საზაფხულო თეატრი 500 ადამიანზე. 1960 წელს აშენდა საშუალო სკოლის ორსართულიანი შენობა. 1976 წელს მელექედურს გამოეყო ქვედა ნასაკირალი. 1977 წელს მელექედურის კოლმეურნეობა ფლობდა 200 ჰა ჩაისა და 8 ჰა ციტრუსის პლანტაციებს.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 1186
1911[7] 453
1971 3108
1977 1624
2002 1519
2014 1170 566 604

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადნენ:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საჯარო სკოლების მონაცემთა ბაზა
  3. თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები“ გვ. 70-71 — „არტანუჯი“, თბილისი, 2006 ISBN 99940-11-89-8
  4. გურიის ერობის მოამბე N7 — გვ. 4 — 15 თებერვალი 1920
  5. ართილაყვა ან., თავაძე მ., „მელექედური სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1958, № 25, გვ. 3.
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год