ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭალა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ჭალა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბოხვაური
კოორდინატები 41°55′34″ ჩ. გ. 42°03′31″ ა. გ. / 41.9262278° ჩ. გ. 42.0588389° ა. გ. / 41.9262278; 42.0588389
ფართობი 2,41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 408[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 169,3 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ჭალა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ჭალასოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბოხვაურის თემში (სოფლები: ბოხვაური, ჭალა). მდებარეობს მდინარე ნატანების მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 150 მ, ოზურგეთიდან 6 კმ, ბოხვაურიდან და დვაბზუდან 1 კმ.

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში იდგა XIX საუკუნეში აგებული ტაძარი. ამჟამად მისგან შემორჩენილია მხოლოდ ცოკოლი, დასავლეთის კედელი და იატაკის ფილები, ასევე სამრეკლო. ჭალის ეკლესია დარბაზული ტიპისაა, აშენებული იყო ნატეხი ქვით, მთავარანგელოზ მიქაელის სახელზე. შენობას ჰქონდა გარეთ გაზიდული ნახევარწრიული აბსიდი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონდა. კარი თაღოვანია. ტიმპანზე რელიეფია მოცემული. ამავე კედელზე, შესასვლელის სიმეტრიულად მიდგმულია ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით ნაგები სამრეკლო. ის სამსართულიანია. თითოეული სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი თაღოვანი ფანჩატურია. ყოველი მომდევნო სართული მოცულობებში მცირდება. სამრეკლო თუნუქის წაწვეტებული სახურავით მთავრდება. პირველი სართულის სვეტები მასიურ, სწორკუთხა ბაზისებზეა აღმართული. თითოეული სვეტი კაპიტელებით ბოლოვდება, რომლებსაც ეყრდნობა სართულის თაღები. სამრეკლოს სვეტები სხვადასხვა სახის დეკორატიული დეტალებითაა შემკული. სამრეკლოს ნაგებობა საქართველოსთვის იშვიათობას წარმოადგენს, ის ერთ-ერთი გამოხატულებაა საქართველოში უცხო სტილის შემოტანის მცდელობისა. 1828 წლისთვის სამრევლოში 40 კომლი შედიოდა.[2] წმინდა მიქაელის საყდარი 1920-იან წლებში დაანგრიეს. ნაეკლესიარს და სამრეკლოს კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 642
1911[5] 418
2002 538
2014 408 197 211

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ქართველიშვილი თ., „გურიის საეპისკოპოსოები“, თბილისი: „არტანუჯი“, 2006. — გვ. 72, ISBN 99940-11-89-8.
  3. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16090
  4. Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 409.
  5. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 222.