კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კონჭკათი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
კონჭკათი

სოფლის ხედი კატისციხიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი კონჭკათი
კოორდინატები 41°58′41″ ჩ. გ. 41°54′17″ ა. გ. / 41.97806° ჩ. გ. 41.90472° ა. გ. / 41.97806; 41.90472
ფართობი 10,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 805[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 75,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 97,5 %, სომხები 2,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
კონჭკათი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

კონჭკათისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: კონჭკათი, განთიადი). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის ხეობაში, ზღვის დონიდან 120 მ. ოზურგეთიდან 16 კმ, მერიიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კმ. სოფელში არის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონჭკათის ტერიტორია ხვარბეთის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1930-იან წლებში ის გამოეყო ხვარბეთს და ჩამოყალიბდა ცალკე სასოფლო საბჭოდ, რომელშიც შევიდა ასევე სოფელ ჭანიეთურის ერთი ნაწილი სოფელ განთიადის სახით. საბჭოთა პერიოდში კონჭკათში გავრცელებული კულტურები იყო ჩაი, ციტრუსები და ტუნგი.[3]

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის შუაში მდებარეობს რელიეფიდან ამოზიდული კლდოვანი გორა მთაზე, რომელსაც ადგილობრივები კატისციხეს ეძახიან[4]

სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალ გორაკზე დგას წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნანგრევები.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[6] 906
1911[7] 574
2002 1311
2014 805 406 399

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 654.
  • ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  • კუპრეიშვილი ბ. სოფელ კონჭკათის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია // წელიწდეული IV-V გვ. 52-57 - 1999-2001 წწ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  3. აკ. ლოდია „კონჭკათი - აყვავებული სოფელი“, გაზეთი „ლენინის დროშა“ N32 გვ 1. — 1958 წ.
  4. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16885
  5. საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9942
  6. Кавказский календарь на 1910 год
  7. Кавказский календарь на 1912 год
  8. გრიშიკაშვილი, ამბროსი, ქართველები პოლონეთში, თბ., 2008, გვ. 159-167