ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაღდადი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ბაღდადი

ბაღდადის მანიშნებელი აბრა დვაბზუ-ვაკიჯვრის გზაზე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ცხემლისხიდი
კოორდინატები 41°56′00″ ჩ. გ. 42°06′00″ ა. გ. / 41.93333° ჩ. გ. 42.10000° ა. გ. / 41.93333; 42.10000
ფართობი 6,17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 180
მოსახლეობა 678[1] კაცი (2014)
სიმჭიდროვე 110 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,0 %, რუსები 0,44 %, სომხები 0,44 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ბაღდადი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)

ბაღდადისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ცხემლისხიდის თემში (სოფლები: ბაღდადი, ზედა უჩხუბი, ცხემლისხიდი). მდებარეობს მდინარე ნატანების მარჯვნივ, ზღვის დონიდან 180 მ, ოზურგეთიდან 9 კმ., ცხემლისხიდიდან 1 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში სოფლის მოსახლეობის მთავარ საქმიანობას წარმოადგენდა მეჩაიეობა. გაშენებული იყო 117 ჰექტარი ჩაის პლანტაცია. სოფელში აგრეთვე სხვა მეურნეობები იყო ჩხავერის (20 ჰა), ტუნგის, (16 ჰა) და ციტრუსების (10 ჰა) პლანტაციები.[2] სოფელში მდინარე ნატანებზე აგებული იყო მცირე ჰიდროელექტროსადგური უჩხობჰესი, რომლის სიმძლავრე იყო 88 კვტ/სთ.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[4] 221
1911[5] 257
2002 948
2014 678 332 346

ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგის სახელობის ძველი დარბაზული ეკლესია, რომელიც დათარიღებული არ არის. ეკლესიის სამნაწილიანი დარბაზი დასრულებულია ერთი მთლიანი შვერილი ნახევარწრიული აბსიდით. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეები და პროფილები გამოყვანილია თლილი მომწვანო ფერის ქვით, თუმცა ფერადოვნებისთვის შიგადაშიგ თეთრი ფერის ქვებიც შეურევიათ. კედლები ჩამონგრეულია სარკმლისა და ორივე შესასვლელი კარების დონეზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ჩხაიძე კ. „ძველი და ახალი ბაღდადი“ გაზეთი „ლენინის დროშა“ 1955 წ. N111 გვ. 2
  3. მუჰამედ მურვანიძე, „ჰიდროელექტროსადგურები სოფლად“, გაზეთი „ლენინის დროშა“ 1945 წ. N46 გვ. 4
  4. Кавказский календарь на 1910 год
  5. Кавказский календарь на 1912 год