ოქროსქედი (ბახვის თემი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქროსქედი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ოქროსქედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბახვი
კოორდინატები 41°57′07″ ჩ. გ. 42°07′36″ ა. გ. / 41.95194472° ჩ. გ. 42.12666694° ა. გ. / 41.95194472; 42.12666694
ცენტრის სიმაღლე 140
მოსახლეობა 136[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ოქროსქედი (ბახვის თემი) — საქართველო
ოქროსქედი (ბახვის თემი)
ოქროსქედი (ბახვის თემი) — გურიის მხარე
ოქროსქედი (ბახვის თემი)

ოქროსქედისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბახვის თემში (სოფლები: ზედა ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი). მდებარეობს მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 140 მ., ოზურგეთიდან 13 კმ., ზედა ბახვიდან 3 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრე ოქროსქედი დიდ სოფელს წარმოადგენდა. მისი ტერიტორია მოიცავდა საკუთრივ სოფელ ოქროსქედს, მთისპირის თემის სოფელ ოქროსქედსა და სოფელ მშვიდობაურს, რომლის ისტორიული სახელიც ასევე ოქროსქედია. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა, მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[2] 706
2002 286
2014 136 64 72

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დაიბადა კომპოზიტორი არტემ კვაჭანტირაძე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. Кавказский календарь на 1910 год