ქაქუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქაქუთი (მრავალმნიშვნელოვანი).
ჩოლოქის ბრძოლის (1854) გეგმა. მასზე დატანილია სოფელი ქაქუთი

ქაქუთი — ისტორიული სოფელი საქართველოში, გურიაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი ქაქუთი შედიოდა ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში.[1] სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ სვანური წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი გურიელებს ჰყავდათ ოდიშიდან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. მდინარე ჩოლოქი მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ ჭანიეთზე უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე ჩოლოქის სამხრეთით.[2] სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალფეხო ხიდით. 1854 წელს ქაქუთის მიდამოებში გაიმართა ჩოლოქის ბრძოლა. 1874 წელს ქაქუთი მოინახულა და აღწერა დიმიტრი ბაქრაძემ. იმ პერიოდში ქაქუთის მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს.[3]

ამჟამად საკუთარი სახელი ქაქუთი შეიძლება აღნიშნავდეს.

  • ქაქუთი, იგივე გამოღმა ქაქუთი - სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
  • ქაქუთი, იგივე გაღმა ქაქუთი - სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გაზეთი „კვალი“ N22 – 1896 წ.
  2. ნოზაძე ვ. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ.8 — თბილისი, 1989 წ.
  3. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.92 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987