ვაშტიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ვაშტიალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჭანიეთი
კოორდინატები 41°51′20″ ჩ. გ. 41°58′30″ ა. გ. / 41.85556° ჩ. გ. 41.97500° ა. გ. / 41.85556; 41.97500
ცენტრის სიმაღლე 200
მოსახლეობა 43[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაშტიალი — საქართველო
ვაშტიალი
ვაშტიალი — გურიის მხარე
ვაშტიალი

ვაშტიალისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ჭანიეთის თემში (სოფლები: ვაშტიალი, ქაქუთი, ჭანიეთი).

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ჩოლოქის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 200 მ., ოზურგეთიდან 6 კმ. სოფელი გაფენილია ლიხაურის ციხის ქვემოთ მდებარე ველზე ლიხაურიდან ნარუჯის საზღვარზე მდებარე ამუყათას ველამდე, მოიცავს შკერიადს, ადგილს, რომელიც მუდამ შქერით იყო დაფარული. სოფელში მიედინება ჭანაურას ღელე და ფარნაოზის საცივი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში ფიქსირდება ისტორიულად ხის კულტის თაყვანისცემა. ნაპოვნია წინაქრისტიანული სამლოცველოს ნაშთი, ქვაკაცის კერპი, რომელიც ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ამუყაზე, ნაეკლესიების გორაზე იდგა ეკლესია, გორა მჭიდროდ იყო დასახლებული. 1941-1991 წლებში სოფელში იდგა სამხედრო ნაწილი.

სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო ბრინჯი, სიმინდი და ღომი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებული გვარია ურუშაძეები.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 131
2014 43 19 24

ქვასაკაფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში, მდინარე ჩოლოქზე, მის მარცხენა მხარეს მდებარეობს საბანაო ადგილი ქვასაკაფი. 7 მეტრი სიღრმის წყალში ეშვება ქვის სვეტები. აქედან იღებდნენ ქვებს სხავდასხვა დანიშნულებით. გადმოცემის თანახმად ქვასაკაფზე ციცაბო კლდიდან ერთ-ერთი ფირალი გადამხტარა და გადარჩენილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.