თაყაიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თაყაიშვილები — ქართველ აზნაურთა საგვარეულო გურიიდან. წარმოდგება XVII საუკუნის დასაწყისიდან ცნობილი სალუქვაძეების (სალუქაძეების) გვარიდან, რომლის წარმომადგენელმა, სახელად თაყამ, გურიელისგან აზნაურობა მიიღო. XVII-XVIII საუკუნეებში აჭის მონასტრის წინამძღვრად ცნობილია სალუქვაძე-თაყაიშვილების სამი წარმომადგენელი: იოსებ მეიერუსალიმე, ნიკოლოზი და იოსები, ასევე 1794 წელს გარდაცვლილი შემოქმედელი ეპისკოპოსი იოსები.

თაყაიშვილების გვარი იხსენიება 1850 წ. რუსეთის იმპერატორის მიერ ხელმოწერილ ქართველ თავად-აზნაურთა ნუსხებში. XIX-XX საუკუნეებში საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელი იყო ოფიცერი რუსეთისა და შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს სამსახურში. ექვთიმე თაყაიშვილი იყო ცნობილი ისტორიკოსი, არქეოლოგი და პოლიტიკური მოღვაწე, შერაცხულია წმინდანად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი, ნიკო. ექვთიმე თაყაიშვილის წინაპრები და ოჯახური გარემო // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი: შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2011. - ISSN 1987-9970. - [ტ.] IV. - გვ.285-296. - შენიშვნ.. - რეზ. ინგლ. ენ.