ჭანიეთური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჭანიეთური
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბაილეთი
კოორდინატები 41°58′27″ ჩ. გ. 41°57′42″ ა. გ. / 41.97417° ჩ. გ. 41.96167° ა. გ. / 41.97417; 41.96167
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 239[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭანიეთური — საქართველო
ჭანიეთური
ჭანიეთური — გურიის მხარე
ჭანიეთური

ჭანიეთურისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბაილეთის თემში (სოფლები: ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური). მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ, ოზურგეთიდან 10 კმ, ბაილეთიდან 3 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდება „ჭან“ ძირიდან და ამ ტერიტორიაზე ადრეულ ეპოქებში დასახლებული ჭანებიდან მოდის.[2] გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[3]

საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში, ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების სასოფლო საბჭოში.[4] ჭანიეთურის მონასტერი ამჟამად მოქცეულია სოფელ განთიადის ტერიტორიაზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 220
2014 239 118 121

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
  2. ლომჯარია ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 3, ISBN 978-9941-10-560-9.
  3. სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, ტ. II, თბილისი: მეცნიერება, 1981. — გვ. 165.
  4. ტუღუში კ., სირაძე დ., „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“ : გაზეთი, 1961, № 135, გვ. 3.