კაპრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Capri and Ischia map.png
კაპრის ხედი ზღვიდან
კაპრის ნავსადგური. ხედი ანაკაპრიდან

კაპრი (იტალ. Capri) – კუნძული ტირენიის ზღვაში, ეკუთვნის იტალიას. მდებარეობს ნეაპოლის ყურეში, სორენტინის ნახევარკუნძულის სიახლოვეს. კუნძული კურორტს წარმოადგენდა ჯერ კიდევ რომის რესპუბლიკის დროს.

  • ფართობი — 10.4 კმ.კვ.
  • მოსახლეობა — 12.200 (2002)

კაპრი შედის იტალიის ნეაპოლის პროვინციის შემადგენლობაში. კუნძულის მთავარი დასახლებული ნაწილია ქალაქი კაპრი. აქ მდებარეობს ორი მნიშვნელოვანი ნავსადგური, მარინა-პიკოლა და მარინა-გრანდე. კუნძულის დასავლეთ ნაწილში, შემაღლებულ გორაკებზე მდებარეობს მეორე განცალკევებული დასახლება — ანაკაპრი.

კაპრის პირველ მაცხოვრებლებს ბერძენი კოლონისტები წარმოადგენდნენ და სახელწოდებაც სწორედ ბერძნულიდან მოდის κάπρος (kapros - გარეული ტახი)

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაპრი&oldid=2724247“-დან