ხეოფსის პირამიდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხეოფსის პირამიდა

ხეოფსის პირამიდა მდებარეობა ეგვიპტე

Red pog.svg
მდებარეობა ეგვიპტეში
კოორდინატები 29°58′45″ ჩ. გ. 31°08′04″ ა. გ. / 29.97917° ჩ. გ. 31.13444° ა. გ. / 29.97917; 31.13444
არქიტექტურული სტილი პირამიდა
ქვეყანა ეგვიპტის დროშა ეგვიპტე

ხეოფსის (ხუფუს) პირამიდა, იგივე გიზას დიდი პირამიდა — შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი და ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ნაგებობა, ყველაზე დიდი პირამიდა. მისი მშენებლობა ჩვენ წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო. პირამიდის სიმაღლე 147 მეტრი იყო, მაგრამ დღესდღეობით ის 136 მეტრია. მისი თითოეული გვერდის სიგრძე 233 მეტრია. 1 კილომეტრის გავლა სჭირდება იმას რომ შემოუარო ამ პირამიდას.

ამ პირამიდის მშენებლობისას ეგვიპტელებმა საოცარი არქიტექტურული ცოდნა გამოიყენეს, ეს კი იმაში გამოიკვეთება, რომ მასში გამოყენებული ლოდები იდეალურად ჯდება ერთმანეთში. მასზე დაახლოებით 2 300 000 ლოდი დაიხარჯა. მისმა მშენებლობამ 20 წელიწადს გასტანა და მასში ჩართული იყო დაახლოებით 100 ათასი მუშა.[1] ხეოფსის პირამიდა ერთადერთია იმ შვიდი საოცრებიდან, რომელიც შემორჩა. ის დღესაც ითვლება არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად. პირამიდაში შესასვლელი განთავსდა 15 მეტრის სიმაღლეზე საიდანაც ჩადიოდნენ მიწის ქვეშ უცნობი დანიშნულების კამერაში. შესასვლელიდან 9 მეტრში გზა იყოფოდა აქედან ერთი უცნობი დანიშნულების იყო ხოლო მეორე ადიოდა ზევით სამეფო კამერაში. დერეფნის შუა ნაწილიდან ჭერის სიმაღლე იზრდებოდა 8 მეტრამდე, შედეგად აქ წარმოიქმნა ცრუ თაღი ეს იყო დიდი გალერეა.

დიდი გალერეის დასაწყისში გალერეა იტოტებოდა და ეს გზა მიემართებოდა დედოფლის კამერაში. გალერეის ბოლოში, სამეფო კამერაში ხემიუნმა გამოიყენა საინჟირნო მიდგომა, რომელმაც გადაარჩინა სამეფო კამერა ჩამონგრევას, კერძოდ კამერის თავზე განათავსა ხუთი ჰორიზონტალური ქვის ბლოკი, მათ შორის დატოვა სიცარიელე და ბოლოს გადახურა ორ ქანობიანი გადახურვით. ზემოდან წამოსული სიმძიმე გადანაწილდა გვერდებზე. პირამიდის ახლოს აღმოაჩინეს მზიური ნავი. აღსანიშნავია რომ პირამიდის შიგნით არსებობს სავენტილაციო შახტები . ერთ-ერთი მიმართულია ორიონის თანავარსკვლავედისაკენ.

პირამიდის გეგმა:
1. მთავარი შესასვლელი
2. ალ-მამუნის ბრძანებით გათხრილი შესასვლი
3. Перекресток, «пробка» и туннель аль-Мамуна сделанный «в обход»
4. დაღმავალი დერეფანი
5. Незавершенная подземная камера
6. აღმავალი დერეფანი
7. «Камера царицы» с исходящими «воздуховодами»
8. ჰორიზონტალური გვირაბი
9. დიდი გალერეა
10. ფარაონის პალატა
11. Предкамера
12. Грот

მძარცველები[რედაქტირება]

პირამიდის მძარცველები მშენებლობის დასრულებიდან გაცილებით გვიან გამოჩნდნენ ასპარეზზე. მათ შორის პირველი ხალიფა აბულ-აბას აბდ ალ-ლაჰ ალ-მამუნი იყო. მან ფარაონის პალატამდე გვირაბი გაათხრევინა, რადგან ფიქრობდა, რომ იქ, სხვა ფარაონთა აკლდამების მსგავსად, დიდ საგანძურს იპოვიდა, მაგრამ არაბებმა დაახლ. 28 სმ. სისქის ღამურის სკორეს ფენის გარდა ვერაფერი იპოვეს. ამის გამო ხეოფსის პირამიდის მიმართ მძარცველებმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს. მოგვიანებით პირამიდამ სულ სხვა ტიპის „მძარცველების” ყურადღება მიიპყრო. 1158 წელს არაბებმა კაიროს ერთი ნაწილი გადაწვეს და დაანგრიეს, ქრისტიან ჯვაროსნებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში. მოგვიანებით, როცა ეგვიპტელებმა ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ახალი ნაგებობების ასაგებად პირამიდას თეთრი კირქვის ფილები შემოაცალეს. ეს ფილები მცირე რაოდენობით ზოგიერთი მეჩეთის კედლებს დღემდე შემორჩა. სამშენებლო მასალებზე მონადირეებს ვერც პირამიდის წვერი „პირამიდიონი” გადაურჩა, ამიტომაც დღეს პირამიდის სიმაღლე 137,2 მეტრია 146,6 მეტრის ნაცვლად; პირამიდის მწვერვალზე კი დაახლ. 10 მ X 10 მ ზომის კვადრატული ბაქანი გაჩნდა.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • ეიფელის კოშკის აგებამდე (XIX ს) ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო მსოფლიოში.
  • ხეოფსის პირამიდაზე დახარჯული სამშენებლო მასალა გერმანიაში ბოლო ათასწლეულში აგებული ყველა ტაძრის მშენებლობას ეყოფოდა.
  • მშენებლობაზე მომუშავე მუშების გამოსაკვებად შეძენილ თალგამში, ნიორსა და ხახვში დაახლოებით 16 000 ტალანტია დახარჯული, რაც დღეს დაახლოებით 20 მლნ ევროს შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მკვლევარები ფიქრობენ, რომ მუშათა რაოდენობა გაზვიადებულია. სავარაუდოდ ამდენი ადამიანი სამშენებლო მოედანზე ვერ დაეტეოდა. გეგმაზომიერი მუშაობისას 80 000 მუშაც კი ხელს შეუშლიდა ერთმანეთს. ნაწილი თვლის, რომ მშენებლობაზე სულ 20 000 ადამიანი მუშაობდა.