ბრაიან ინოუ
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბრაიან ინოუ | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | ბრაიან პიტერ ჯორჯ ინოუ | |
| დაიბადა | 15 მაისი, 1948, ვუდბრიჯი, საფოლკი | |
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ექსპერიმენტული როკი, ემბიენტი, ელექტრონული მუსიკა, არტ როკი, გლემ როკი | |
| საქმიანობა | პროდიუსერი, მუსიკოსი | |
| ინსტრუმენტ(ებ)ი | სინთეზატორი, ვოკალი, გიტარა | |
| ლეიბლ(ებ)ი | Island, Polydor, EG, Obscure, Opal, Virgin, Astralwerks, Thirsty Ear, Rykodisc | |
| ვებ-გვერდი | www.enoshop.co.uk | |
ბრაინ პიტერ ჯორჯ ჟან ლე ბატისტ დე ლა სალე ინოუ (დ. 15 მაისი, 1948), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ინოუ — ინგლისელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, მუსიკალური თეოლოგი და ვოკალისტი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ემბიენტური მუსიკის ჟანრის განვითარებაში.
ინოუ სწავლობდა ხელოვნების სკოლაში და შთაგონებას მინიმალისტური ნახატებიდან ღებულობდა. 1970-იან წლებში ის უკრავდა სინთეზატორებზე ჯგუფში Roxy Music. 1974 წელს მან იმუშავა პროდიუსერად ჯენესისის ალბომზე The Lamb Lies Down on Broadway. 1980-იან წლებში ის გახდა ჯგუფის U2 სიმღერების პროდიუსერი. ამის გარდა, მისი თანამშომლობების სია საკმაოდ ვრცელია. გარდა ყველაფრისა, აქვს წარმატებული სოლო-კარიერაც, რაც გულისხმობს ექსპერიმენტული ალბომების ჩაწერას.
[რედაქტირება] საინტერესო ცნობები
- 1994 წელს კორპორაცია Microsoft-ის დიზაინერებმა მარკ მალამადმა და ერიკ გავრილუკმა ბრაიან ინოუს დაუკვეთეს Windows 95-ის პროექტისთვის მუსიკა. შედეგად შეიქმნა სამწამიანი საწყისი მუსიკა-ჰანგი Windows 95-ის ოპერაციული სისტემისთვის, ე. წ. Microsoft-ის ხმა (.wav).