კრის მარტინი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრის მარტინი
კრის მარტინი უკრავს გიტარაზე ჯგუფ Coldplay-ს ტურის Viva la Vida მსვლელობისას, 2008 წელს.
კრის მარტინი უკრავს გიტარაზე ჯგუფ Coldplay-ს ტურის Viva la Vida მსვლელობისას, 2008 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი კრისტოფერ ენტონი ჯონ მარტინი
დაიბადა 2 მარტი, 1977 (1977-03-02) (ასაკი 35)
დაბადების ადგილი ექსეტერი, დევონი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკი, ალტერნატიული როკი, ფორტეპიანო როკი
საქმიანობა ვოკალისტი, პროდიუსერი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ფორტეპიანო, გიტარა, მანდოლინა, კლარნეტი, ჰარმონიკა, ბას გიტარა, ორღანი, ზარები, კლავიშიანი ინსტრუმენტები
აქტიური 1996–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Parlophone, Capitol Records
ასოციაციები Coldplay, ჯეი-ზი
მეუღლე გვინეტ პელტროუ
ვებ-გვერდი Coldplay.com

კრისტოფერ ენტონი მარტინი (დ. 1977 წლის 2 მარტს) — პოპულარულ როკ ჯგუფ Coldplay-ს წამყვანი ვოკალისტი, ზოგჯერ კი წამყვანი გიტარისტი და პიანისტი. მისი მეუღლეა ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი გვინეტ პელტროუ.

[რედაქტირება] ცხოვრების ადრეული წლები

კრისი დაიბადა ექსეტერში, დევონში და იყო ყველაზე უფროსი ხუთ ბავშვს შორის. მისი მამა, ენტონი მარტინი, არის ყოფილი ბუხჰალტერი, ხოლო დედა, ელისონ მარტინი მუსიკის მასწავლებელია. [1][2] მარტინმა თავდაპირველად განათლება ექსეტერის კათედრალურ სკოლაში მიიღო. [3] სწორედ იქ ჩამოაყალიბა მან თავისი პირველი ჯგუფი, The Rocking Honkies, რომელშიც ნიკ რეპტონი და აივენ გრონოუ შედიოდნენ. ჯგუფის პირველი საკონცერტო გამოსვლა მსმენელებს არ მოეწონა.[4] ექსეტერის სკოლის შემდეგ მარტინი მოხვდა ბიჭების დამოუკიდებელ, შერბორნის სკოლაში. იქ მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მენეჯერი ფილ ჰარვი. შემდგომში კრისი ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯში გადავიდა. ის ანტიკური სამყაროს ისტორიასა და ბერძნულ და ლათინურ ენებს სწავლობდა. ამ სასწავლებელში მან გაიცნო Coldplay-ს მომავალი მუსიკოსები, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და გაი ბერიმენი[5]

[რედაქტირება] სქოლიო

[რედაქტირება] ბმულები

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე