გაი ბერიმენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაი ბერიმენი
Guy Berryman Madrid.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 აპრილი, 1978 (1978-04-12) (36 წლის)
კირკკელდი, შოტლანდია
წარმოშობა დროშა: შოტლანდია შოტლანდია
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
საქმიანობა ბას გიტარისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, ელექტრონული პიანინო.
აქტიური 1996-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Parlophone, Capitol
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Fender Precision Bass
Fender Jazz Bass

გაი რუპერტ ბერიმენი (ინგლ. Guy Berryman; დ. 2 აპრილი 1978) მუსიკოსი და ჯგუფ Coldplay-ს ერთერთი წევრია. ის ბას-გიტარაზე უკრავს და ჯგუფში არარადიკალურობით და არააგრესიულობით გამოირჩევა.

ბერიმენი დაიბადა კირკალდიში (ფაიფი, შოტლანდია), მაგრამ თორმეტი წლის ასაკში კენტში, ინგლისი გადავიდა. ის გიტარაზე თექვსმეტი წლიდან უკრავდა. ბერიმენი ფანკ და გრუვ მუსიკაზე გაიზარდა და ამ მიმდინარეობების იშვიათ გამოცემებს აგროვებს.

სანამ Coldplay ჩამოყალიბდებოდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, ბერიმენი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის დროს ჯგუფ Time Out-ში იყო.

მისი მამა ინჟინერია, რომელიც ლა მანშის ტუნელზე მუშაობდა და ამჟამად ადრიან ჰემინგთან ერთად მუსაობს. როდესაც გაი საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, ინჟინერიის სწავლა დაიწყო, მაგრამ შემდეგ გაუძნელდა მისი სწავლა და არქიტექტურაზე გადავიდა. ერთი წლის შემდეგ არქიტექტურის ფაკულტეტიც მიატოვა, რათა ფოკუსირება Coldplay-ში ბას-გიტარის დაკვრაზე გაეკეთებინა. სანამ მისი მეგობრები თავიანთ სწავლას მაინც აგრძელებდნენ უნივერსიტეტში, გაი ბარმენად მუშაობდა ადგილობრივ პაბში.

ბერიმანის მუსიკალური გავლენა შეიცავს ჯეიმზ ბრაუნს, ბითლზს, Kool & the Gang-ს, პინკ ფლოიდს, ლინ კოლინზს, მასეო პარკერს და The JBs-ს.

გაის არასოდეს იტაცებდა სპორტი და თავადაც არასდროს თამაშობდა რაიმე სახის სპორტს. სკოლის წლების განმავლობაში ის მთელ დროს საყვირზე და დასარტყამ ინსტრუმენზე უკრავა სკოლის ბენდში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]