X&Y

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
X&Y
სტუდიური ალბომი - Coldplay
გამოცემის თარიღი 6 ივნისი, 2005
ჩაწერის თარიღი 2004-2005
ჟანრი ალტერნატიული როკი
ბრიტპოპი
ხანგრძლივობა 62:35
ლეიბლი Capitol, Parlophone
პროდიუსერი Coldplay
დენტონ სეპლი
კენ ნელსონი (4 სიმღერა)
Coldplay - ქრონოლოგია
Live 2003
(2003)
X&Y
(2005)
The Singles 1999–2006
(2007)
სინგლები ალბომიდან X&Y
  1. Speed of Sound
    გამოვიდა: 23 მაისი 2005
  2. Fix You
    გამოვიდა: 5 სექტემბერი 2005
  3. Talk
    გამოვიდა: 19 დეკემბერი 2005
  4. The Hardest Part
    გამოვიდა: 3 აპრილი 2006
  5. What If
    გამოვიდა: 27 ივნისი 2006 (მხოლოდ საფრანგეთი და ბელგია)
  6. White Shadows
    გამოვიდა:ივნისი 2007 (მხოლოდ ლათინო-ამერიკული ქვეყნები)
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic (72/100)
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 4/5 stars
რობერტ კრისტგოუ (B)[1]
Entertainment Weekly (B)[2]
The Guardian 3/5 stars
NME (9/10)[3]
Pitchfork Media (4.9/10)
PopMatters (7/10)
Q 5/5 stars
Rolling Stone 3/5 stars[4]
Spin (B+)[5]

X&Yინგლისური როკ ჯგუფ Coldplay-ს მესამე ალბომი. გამოშვების თარიღებია: ინგლისი - 6 ივნისი, 2005 და ჩრდილოეთი ამერიკა - 7 ივნისი. ამ ალბომს წინ სდევდა წარმატებული სინგლი Speed of Sound, რომელმაც პიკის დროს #2 ადგილი დაიკავა გაერთიანებულ სამეფოში და #8 აშშ-ში. ალბომი დებიუტირების შემდეგ დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში მოექცა, პირველი კვირის 464,471 რეალიზებული კოპიით, რამაც Coldplay პირველი კვირის რეკორდული გაყიდვების შედეგის მქონე რიგით მეორე გახადა ისტორიაში. Coldplayსთვის ეს ალბომი პირველი გახდა, რომელიც ამერიკის ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა, 737,000 ცალი ალბომის გაყიდვით პირველ კვირას. მსოფლიო მასშტაბით კი, X&Y საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომი გახდა 2005-ში, იმ წელს 8.3 მილიონი ასლის რელიზაციით.

X&Y-ს ევროპული ელექტრონული მუსიკის პიონერების Kraftwerk-ს და 1970-იანი წლების ელექტრონიკის: დევიდ ბოუის და ბრაიან ინოუს დიდი გავლენა ეტყობა. Coldplay-მ Kraftwerk-ისგან ნებართვა აიღო, რათა მათი სიმღერის Computer Love ძირითადი მელოდია და აკორდები თავიანთ მომავალ ჰიტში Talk გამოეყენებინა. ასევე, ბრაიან ინოუ ტრეკის Low ფონში სინთეზატორზე უკრავდა. ალბომის ფინალური ტრეკი, Til Kingdom Come, ჯგუფმა ჯონი კეშს დაუწერა ჩასაწერად, მაგრამ იგი მანამდე გარდაიცვალა, ვიდრე ამ სიმღერის ჩაწერას მოასწრებდა.

ეს ალბომი ზოგიერთ რეგიონში კოპირებისგან დამცავი სისტემით გამოვიდა, რათა არალეგალური კოპირება შეემცირებინა.

ალბომის დეტალები[რედაქტირება]

ჯგუფის ლიდერ კრის მარტინის განცხადებით, ალბომის სათაური X&Y მისი ყოვედღიური ცხოვრების აღმასვლებსა და წარუმატებლობებზეა დაფუძნებული. მარტინი ამბობს,მთელი ჩემი დღე ოპტიმიზმის და პესიმიზმის მიქსია მათი ექსტრემალური გამოვლენის ფორმებით. იგივეა ჩემთვის X&Y. ეს ორი მხარეა. მომწონს რომ ისინი ძლიერი ასოებია, სუფთა. რელიზის წინ კი, ალბომის სათაურად Zero Theory ივარაუდებოდა ყველაზე მეტად.

ალბომის კრიპტოგრამული გარეკანი ტაპინ გოფტონის მიერაა შექმნილი, რომლებმაც The Chemical Brothers-ის Push the Button-ის გარეკანის დიზაინზე იმუშავეს.

კრიტიკოსების რეაქციები[რედაქტირება]

ალბომის გამოხმაურება საკმაოდ თბილი იყო, მაგრამ კონკრეტულმა კრიტიკოსებმა, განსაკუთრებით როლინგ სტოუნიდან, მოჯოდან, ნიუ-იორკ ტაიმსიდან და პიჩფოლკ მედიიდან ალბომი საშუალოზე ნაკლებად შეაფასეს.

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერა შექმნილია ბერიმანის/ბაკლენდის/ჩემპიონის/მარტინის მიერ, გამონაკლისები მინიშნებულია.

სტანდარტული ვერსია
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Square One   4:47
2. What If   4:57
3. White Shadows   5:28
4. Fix You   4:54
5. Talk (ბერიმენი, ბაკლენდი, ჩემპიონი, მარტინი, ჰუტერი, ბარტოსი, შულტი) 5:11
6. X&Y   4:34
7. Speed of Sound   4:48
8. A Message   4:45
9. Low   5:32
10. The Hardest Part   4:25
11. Swallowed in the Sea   3:58
12. Twisted Logic (ნამდვილი ხანგრძლივობაა 4:31, შემდეგ მოჰყვება სიჩუმე 5:01-მდე) 5:01
13. Til Kingdom Come (დამალული სიმღერა) 4:12
დამატებითი სიმღერები
# სახელწოდება ხანგრძლივობა
14. How You See the World (მხოლოდ იაპონურ გამოცემებში) 4:04

ტურის გამოცემა DVD დისკთან ერთად[რედაქტირება]

ჯგუფის ავსტრალიაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში ტურის პარალელურად, ალბომი გამოვიდა სპეციალური სახით, სინგლების B-გვერდებისა და ვიდეოკლიპების თანხლებით.

Audio Only Section
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Things I Don't Understand   4:56
2. Proof   4:11
3. The World Turned Upside Down   4:33
4. Pour Me (ცოცხლად ჩაწერილი Hollywood Bowl-ში) 5:01
5. Sleeping Sun   3:09
6. Gravity    
ვიდეო
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Speed of Sound    
2. Fix You    
3. Talk    
4. The Hardest Part    

ტრივიალური ფაქტები[რედაქტირება]

  • ალბომის წამყვანი სინგლი, Speed of Sound, ჩამოგდებულ იქნა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტის სათავედან აქსელ ეფის ახალი სიმღერით Crazy Frog.
  • ალბომი მიძღვნილია BWP მიმართ. ეს ინიციალები ბრიუს დაბლიუ პალტროუს, კრის მარტინის მეუღლის გვინეტ პელტროუს გარდაცვალებულ მამას მიემართება.
  • პირველი კვირის წარმატებამ X&Y მეორე ადგილზე დააყენა ჯგუფ ოაზისის Be Here Now-ს შემდეგ, რომელიც პირველ კვირაში 695,761 ცალის ტირაჟით გაიყიდა.
  • ფინალური ტრეკი დამალულია, თუმცა მისი არსებობა მინიშნებული იყო. ეს სიმღერა ალბომის უკანა გარეკანზე გამოტოვებულია, თუმცა ბუკლეტზეცა და კომპაკტ დისკის საფარზეც მითითებული იყო ერთეული ნიშნით + მეთორმეტე ტრეკის შემდეგ. სიმღერის სახელწოდებაა Till Kingdon Come. ის თავიდან გათვალისწინებული იყო მარტინისა და ჯონი კეშის მიერ ერთობლივად ჩაწერისთვის, მაგრამ კეში მანამდე გარდაიცვალა სანამ ამას მოახერხებდა.
  • ტრეკების ჩამონათვალის სამივე ადგილმდებარეობაზე ნუმერაციის მაგივრად პირველ 6 ტრეკის სახელები X-ით იწყება(X1 - X6), ხოლო ბოლო ექვსისა Y-ით (Y1 - Y6) რაც ალბომის სახელწოდებიდან გამომდინარეობს.
  • ალბომის განსაკუთრებული ვერსია გამოვიდა ჰოლანდიაში, რომელსაც განსხვავებული გარეკანი ჰქონდა და ექვს ახალ სიმღერას შეიცავდა. ესენია: Things I Don't Understand, Proof, The World Turned Upside Down, Pour Me (Live At The Hollywood Bowl), Sleeping Sun და Gravity.

რელიზის დეტალები[რედაქტირება]

ქვეყანა თარიღი ლეიბლი ფორმატი კატალოგი
იაპონია 1 ივნისი, 2005 Toshiba-EMI CD TOCP 66370
ტაივანი 3 ივნისი, 2005 Toshiba-EMI CD 094631128028
გაერთიანებული სამეფო 6 ივნისი, 2005 Parlophone გრამფირფიტა 4747861
CD 4747862
აშშ 7 ივნისი, 2005 Capitol Records CD CDP 7243 4 74786 2 8

ჯილდოები[რედაქტირება]

წელი ცერემონია კატეგორია
2005 Q Awards წლის ალბომი
2006 BRIT Awards საუკეთესო ბრიტანული ალბომი
2006 Juno Awards წლის საერთაშორისო ალბომი *

* ჯგუფ ბლექ აიდ პისის ალბომ Monkey Business-თან ერთად

ჩარტები[რედაქტირება]

პოზიციები პიკის დროს[რედაქტირება]

ჩარტი (2004/2005/2006) პოზიცია
პიკის
დროს
ავსტრალიის ალბომების ჩარტი 1
ავსტრიის ალბომების ჩარტი 1
ბელგიის ალბომების ჩარტი 1
კანადის ალბომების ჩარტი 1
ფინეთის ალბომების ჩარტი 1
საფრანგეთის ალბომების ჩარტი 1
გერმანიის ალბომების ჩარტი 1
ირლანდიის ალბომების ჩარტი 1
ნიდერლანდების ალბომების ჩარტი 1
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი 1
ნორვეგიის ალბომების ჩარტი 1
შვედეთის ალბომების ჩარტი 1
შვეიცარიის ალბომების ჩარტი 1
დიდი ბრიტანეთის ალბომების ჩარტი 1
ამერიკის Billboard 200 1
მსოფლიო ალბომების ჩარტი 1
იაპონიის ალბომების ჩარტი 6

სერტიფიკაციები[რედაქტირება]

ჩარტი სერტიფიკაცია გაყიდვები
მსოფლიო 5x პლატინის 10,000,000
აშშ 3x პლატინის 3,000,000
დიდი ბრიტანეთი 8x პლატინის 2,345,126
კანადა 4x პალტინის 400,000
გერმანია 2x პლატინის 400,000
საფრანგეთი პლატინის 335,400
ავსტრალია 4x პლატინის 280,000
იაპონია ოქროს 150,000
ბელგია 2x პლატინის 100,000
ირლანდია 8x პლატინის 120,000
არგენტინა 2x პლატინის 80,000
მექსიკა პლატინის 100,000
ნიდერლანდები პლატინის 80,000
შვეიცარია 2x პლატინის 80,000
ახალი ზელანდია 4x პლატინის 60,000
შვედეთი პლატინის 60,000
ბრაზილია ოქროს 50,000
ავსტრია პლატინის 40,000
ფინეთი პლატინის 30,000

შენიშვნა: სერტიფიკაციის ყველა განსაზღვრებისთვის იხილეთ: სერტიფიკაციები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Christgau, Robert. Consumer Guide Reviews: Coldplay. Robertchristgau.com. წაკითხვის თარიღი: 2011-10-26.
  2. Browne, David (2005-06-17). „X&Y Review“. Entertainment Weekly (825). წაკითხვის თარიღი: 2011-10-26. 
  3. McNamee, Paul. (2005-05-23)Coldplay : X&Y. NME. წაკითხვის თარიღი: 2011-10-26.
  4. Sanneh, Kelefa (2005-06-15). „Music Reviews: X&Y“. Rolling Stone (976). წაკითხვის თარიღი: 2011-10-26. 
  5. Wood, Mikael. „Ballad of Big Everything“. Spin 21 (6): გვ. 99–100. 
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=X%26Y&oldid=2764006“-დან