The Lamb Lies Down on Broadway

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Lamb Lies Down on Broadway
სტუდიური ალბომი - ჯენესისი
გამოცემის თარიღი 29 ნოემბერი, 1974
ჩაწერის თარიღი აგვისტო - ოქტონბერი, 1974, სტუდია Island Mobile, უელსი
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 94:22
ლეიბლი Charisma
Atco
პროდიუსერი ჯონ ბერნსი; ჯენესისი
ჯენესისი - ქრონოლოგია
Selling England by the Pound
(1973)
The Lamb Lies Down on Broadway
(1974)
A Trick of the Tail
(1976)
 პროფესიონალური შეფასებები
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 5/5 stars[1]
BBC Music (ძალიან დადებითი)[2]
რობერტ კრისტგოუ (B-)[3]

The Lamb Lies Down on Broadway — ჯგუფ ჯენესისის ორმაგი კონცეპტუალური ალბომი, რომელიც გამოვიდა 1974 წლის 29 ნოემბერს. ეს არის ჯგუფის რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი და უკანასკნელი, ჩაწერილი პიტერ გებრიელის მონაწილეობით.

ალბომში მოთხრობილია პუერტო რიკოელი ახალგაზრდის, რაელის სიურრეალისტური ამბავი, რომელიც ვითარდება ნიუ-იორკის ქუჩებსა და მიწისქვეშეთში. მიწისქვეშ რაელი აღმოაჩენს თავის გარდაცვლილ ძმა ჯონს. სხვადასხვა მოგზაურობისას იგი სიურრეალისტურ სამყაროში ამოჰყოფს თავს. საბოლოოდ, იგი საკუთარ ბედს შეეგუება და მოულოდნელად მიხვდება, რომ უკვე დიდი ხნის მკვდარია.

ალბომის კონცეფცია პიტერ გებრიელს ეკუთვნის. დღემდე ეს მისი ტექსტობრივად ყველაზე რთული ნაწარმოებია. The Lamb Lies Down on Broadway ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კონცეპტუალურ ალბომად.

დისკის გამოცემის შემდეგ მოეწყო მასშტაბური თეატრალიზებული ტურნე, რომლის დასრულებისას გებრიელმა განაცხადა ჯგუფიდან წასვლაზე.

ჩაწერის ისტორია[რედაქტირება]

ალბომის ევოლუცია დაიწყო ჯერ კიდევ 1974 წლის მარტში. ამ პერიოდში ჯენესისი მოგზაურობდა საკონცერტო ტურით შტატებსა და კანადაში, ალბომის Selling England by the Pound მხარდასაჭერად. ამერიკელი მსმენელები ცუდად იცნობდნენ ჯგუფის რეპერტუარს, ასე რომ ყოველი ახალი ქალაქის ათვისება ცალკე ამოცანას წარმოადგენდა. ტურის გრაფიკი იყო დაძაბული და მუსიკოსები დაღლილები იყვნენ. უკანასკნელი კონცერტები ჩატარდა ნიუ-იორკში და ამბობენ, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა ალბომის იდეის ჩასახვა.

1974 წლის ზაფხულში ჯენესისი შევიდა სტუდიაში და დაიწყო მუშაობა ყველაზე ამბიციურ სტუდიურ დისკზე. მუსიკოსებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ალბომი ასი პროცენტით კონცეპტუალური იქნება, ხოლო მისი შემადგენელი ნაწილები პირდაპირ კავშირში იქნება სიუჟეტურ ხაზთან. განიხილებოდა ორი ვარიანტი. პირველი მაიკლ რეზერფორდის მიერ იქნა შემოთავაზებული - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწულის“ ალბომად გადაქცევა. პიტერ გებრიელს ეს იდეა არ მოეწონა, მას უკვე ჰქონდა თავისი სიუჟეტური ხაზი, რომელიც უამრავ სიურეალისტურ, აბსტრაქტულ თუ ალეგორიულ ელემენტს შეიცავდა, სადაც რეალური არარეალურს უერთდებოდა. საბოლოოდ, მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ გებრიელის იდეა მნიშვნელოვანია.

შემდეგ ადგილი ჰქონდა ლირიკის შექმნასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგრამ გებრიელმა კვლავ დაარწმუნა კოლეგები - ამჯერად იმაში, რომ სჯობდა, ყველა ტექსტი მისთვის ენდოთ. თავის ინტერვიუებში იგი იხსენებდა:

ვიკიციტატა
„1974 წელი იყო, პანკამდე ხდებოდა ყველაფერი. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიუჟეტის გმირი უნდა ყოფილიყო თანამედროვე ფიგურა და არა - ფანტაზია. 70-იანების სუპერჯგუფების ხანაში შევდიოდით და არ მსურდა, რომ ამ „ტიტანიკს“ ჩავყოლოდი ფსკერზე. ამ ალბომში მე ნაწილობრივ ჩემი პირადი ემოციური განცდები შევიტანე, ასე რომ არ მსურდა, რომ ვინმე სხვას მათი საკუთარი ვერსია შეექმნა. შედეგად, ალბომზე არის ნაწილები, რომლებიც თითქმის გაუგებარი ან აღსაქმელად რთულია, რომლებიც არც ისე წარმატებულია. გარკვეულწილად, ეს მეტად ტრადიციული კონცეპტუალური ალბომი იყო - რაღაც „ოდისეის“ მსგავსი, მაგრამ ქუჩური ხასიათის მატარებელი, ტყავის ქურთუკით და სამუშაო კოსტუმით. რაელი ალბათ პანკი იქნებოდა, ყველაფერი 76 წლის შემდეგ რომ დატრიალებულიყო. Ramones ჯერ კიდევ არ იწყებდა, მაგრამ New York Dolls უკვე არსებობდა, მაგრამ ეს უფრო გლემ-როკი იყო.[4]

გებრიელმა დაიწყო ტექსტების წერა და მუსიკალური ექსპერიმენტების ძიება. რეპეტიციები გადიოდა სტუდიაში Headley Grange, სადაც უფრო ადრე მუშაობდა ლედ ზეპელინი. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. ახალი მასალა იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე წინა ალბომების ვრცელი ეპიკური ნაშრომები, მაგრამ პიტერი მეტად უცნაური, გამუდმებით დაძაბული იყო. ნაწილობრივ ვიღაცამ ეს დააბრალა სტუდიის აურას - ლედ ზეპელინის გიტარისტი ჯიმი პეიჯი თითქოს თავის ოკულტურ წესებს იცავდა და უცნაურ ცდებს ატარებდა ამ სტუდიაში (თუმცა, არავის ეს არ დაუმტკიცებია). თავისი როლი ითამაშა მუდმივმა დაღლილობამ, ყველაფერთან ერთად პიტერის მეუღლე ჯილი ფეხმძიმედ იყო.

ალბომზე მუშაობა უკვე მთელი ძალებით მიმდინარეობდა, როდესაც გებრიელს დაურეკა ჰოლიველმა რეჟისორმა უილიამ ფრიდკინმა. მას სურდა ისეთ ადამიანთან თანამშრომლობა, რომელსაც ჰოლივუდთან შეხება არ ჰქონია. პიტერთან დაკავშირების სურვილი გაუჩნდა ალბომის Genesis Live კონვერტზე გამოტანილი უცნაური ისტორიის წაკითხვის შემდეგ. მისი თქმით, ამან მისცა სიგნალი. თავდაპირველად პიტერმა უარი უთხრა თანამშრომლობაზე, მაგრამ რამდენიმე დღეში მისი ბერვები აღარ ძლებდა, იგი აბსოლუტურად არ აკონტროლებდა თავის თავს. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს გებრიელი მოულოდნელად შეახტა ველოსიპედს, გაიქცა უახლოესი სატელეფონო ჯიხურისკენ, დაურეკა ფრიდკინს, შემდეგ კი დაუბრუნდა კოლეგებს და აუწყა, რომ რამდენიმე თვე სცენარზე იმუშავებდა. მისივე თქმით, ეს იქნებოდა მცირე შესვენება, მაგრამ სხვებმა უარი უთხრეს, რაზეც პიტერმა განაცხადა, რომ ჯგუფიდან წავიდოდა. მაშინ ჯენესისის სხვა წევრებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ დარჩებოდნენ ინსტრუმენტულ კოლექტივად. საბოლოოდ, სიტუაცია განმუხტა Charisma Records-ის პროდიუსერმა ტონი სტრეტონ-სმითმა. მან ღიად განუცხადა ფრიდკინს, რომ მისმა პროექტმა შესაძლებელია დაასამაროს ეს ჯგუფი. ფრიდკინი გაოგნებული იყო და უბრალოდ თავს იმართლებდა იმით, რომ მხოლოდ რამდენიმე იდეა სჭირდებოდა და არა პიტერის აქტიური ჩართვა მის პროექტში. ამის შემდეგ ტონის რამდენიმე საათი დასჭირდა, რათა პიტერი ჯგუფში დაებრუნებინა.

სარეპეტიციო სესიების მსვლელობისას მუსიკოსებს მრავალი იმპროვიზაციის საშუალება ჰქონდათ. ერთ-ერთი ასეთი იმპროვიზაციის შედეგი იყო „Fly On A Windshield“, ალბომის მეორე კომპოზიცია. საბოლოდ, ალბომზე მუშაობა დასრულებული იქნა, ბრაიან ინოუს ნაწილობრივი დახმარებით და ყველა სიმღერა ჩაწერილი იქნა სტუდიაში, ინსტრუმენტული კომპოზიციების სახით, რასაც მუსიკოსთა ვოკალების დადება მოჰყვა.

სიმღერების სია[რედაქტირება]

დისკი 1[რედაქტირება]

მხარე 1
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. The Lamb Lies Down on Broadway   4:55
2. Fly on a Windshield   2:47
3. Broadway Melody of 1974   2:11
4. Cuckoo Cocoon   2:14
5. In the Cage   8:15
6. The Grand Parade of Lifeless Packaging   2:45
მხარე 2
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Back in N.Y.C.   5:49
2. Hairless Heart   2:13
3. Counting Out Time   3:45
4. The Carpet Crawlers   5:16
5. The Chamber of 32 Doors   5:44

დისკი 2[რედაქტირება]

მხარე 3
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Lilywhite Lilith   2:40
2. The Waiting Room   5:28
3. Anyway   3:18
4. Here Comes the Supernatural Anaesthetist   2:50
5. The Lamia   6:57
6. Silent Sorrow in Empty Boats   3:06
მხარე 4
# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. The Colony of Slippermen
  • a)  The Arrival
  • b)  A Visit to the Doktor
  • c)  Raven  
8:14
2. Ravine   2:05
3. The Light Dies Down on Broadway   3:32
4. Riding the Scree   3:56
5. In the Rapids   2:24
6. it   4:58

პერსონალი[რედაქტირება]

ტურნე[რედაქტირება]

ალბომის შემდგომი ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა:

  1. The Lamb Lies Down On Broadway - მთლიანი ალბომი
  2. Watcher Of The Skies (რამდენიმე კონცერტის გამოტოვებით)
  3. Musical Box

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erlewine, Stephen Thomas. (2011 [last update])The Lamb Lies Down on Broadway – Genesis | AllMusic. allmusic.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  2. Easlea, Daryl. (2011 [last update])BBC – Music – Review of Genesis – The Lamb Lies Down On Broadway. BBC. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  3. Christgau, R.. (2011 [last update])Robert Christgau: Album: Genesis: The Lamb Lies Down on Broadway. robertchristgau.com. წაკითხვის თარიღი: 25 July 2011.
  4. http://www.bloovis.com/music/lamb.html