Mylo Xyloto

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Mylo Xyloto
სტუდიური ალბომი - Coldplay
გამოცემის თარიღი 24 ოქტომბერი 2011[1]
ჩაწერის თარიღი 2008 ნოემბერი–ზაფხული 2011
The Bakery, ლონდონი;
The Beehive, ლონდონი
ჟანრი ალტერნატიული როკი
ხანგრძლივობა 44:09
ლეიბლი Capitol, Parlophone
პროდიუსერი Coldplay, რიკ სიმპსონი, ბრაიან ინოუ, მარკუს დრევსი, დენიელ გრინი
Coldplay - ქრონოლოგია
Viva La Vida Or Death And All His Friends
(2008)
Mylo Xyloto
(2011)
Coldplay Live 2012
(2012)
ამობრუნებადი ყდა
ამობრუნებადი ყდა
სინგლები ალბომიდან Mylo Xyloto
  1. Every Teardrop is a Waterfall
    გამოვიდა: 3 ივნისი 2011
  2. Paradise
    გამოვიდა: 12 სექტემბერი 2011
  3. Charlie Brown
    გამოვიდა: 19 მარტი 2012
  4. Princess of China
    გამოვიდა: 13 აპრილი 2012 (2012-04-13)
  5. Hurts Like Heaven
    გამოვიდა: 27 ივლისი 2012 (2012-07-27)
 პროფესიონალური შეფასებები
საერთო შეფასება
წყარო რეიტინგი
Metacritic 65/100
ქულები
წყარო რეიტინგი
Allmusic 3.5/5 stars
Chicago Tribune 2/4 stars[2]
The Daily Telegraph 4/5 stars
Entertainment Weekly C+
The Guardian 3/5 stars
Los Angeles Times 1.5/4 stars
NME 5/10[3]
Pitchfork 7/10
Q 5/5 stars
Rolling Stone 3.5/5 stars

Mylo Xyloto (/ˈmaɪloʊ ˈzaɪlətoʊ/) — ჯგუფ Coldplay-ს მეხუთე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოიცა 2011 წლის 24 ოქტომბერს.

შექმნა და ჩაწერა[რედაქტირება]

კრის მარტინმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ ჯგუფები უნდა გასცდნენ 33 წლის ასაკს. მოგვიანებით მან განმარტა საკუთარი ფრაზა - „ყოველი ალბომი უნდა იწერებოდეს ისე, თითქოს უკანასკნელია, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაგრძელება“. [4] ბას გიტარისტ გაი ბერიმენის მიერ ნათქვამი იყო, რომ ჯგუფს უბრალოდ უნდა დაეწყო მუშაობა და თავად იხილავდა, თუ რა შედეგს გამოიღებდა იგი.[5] მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში:

„სიმღერების იდეების სიები უკვე გვაქვს. არასოდეს ვჩერდებით, ყოველთვის ვწერთ. სტუდიაში შევდივართ კარგად განსაზღვრული გეგმებით, მაგრამ საბოლოოდ ის შედეგი არ არის, რომელსაც ვგეგმავდით. საოცარია ფიქრი იმაზე, თუ რა გაიჟღერებს სისტემიდან ერთი წლის მანძილზე. ბევრი გამაოგნებელი რამ გვაქვს. დროა, ჩვენი მუსიკა წავიყვანოთ სხვადასხვა მიმართულებით და სხვა სფეროები გამოვიკვლიოთ.“[6]

ალბომის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო უფრო მეტი აკუსტიკური ინსტრუმენტის, მანიპულირებისა და ელექტრონული მუსიკის, ალბომის Viva la Vida or Death and All His Friends სტილის გამოყენება ან არგამოყენება. კრის მარტინი არ აპირებდა სოლო ალბომის გამოცემას, ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ ახალი ალბომი მათ დისკოგრაფიაში უკანასკნელი იქნებოდა. კრისმა ეს უარყო. სტუდიაში The Bakery შესვლის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სიმღერები იყო უფრო წინააღმდეგობრივი, ვიდრე მუსიკოსებს წარმოედგინათ. კოლექტივი მუშაობდა ახალ მასალაზე და ტურნეს Viva la Vida Tour დასრულების შემდეგ, 2009 წლის შუა რიცხვებში გადავიდა სხვა შენობაში. კრის მარტინმა მანამდე ალბომის სტილის შესახებ საკუთარი პროგნოზები დასვა და განაცხადა, რომ აქ იქნებოდა ნაკლები ფანფარები და უფრო მეტი მინიმალიზმი.[7] ასევე ითქვა, რომ ახალი ალბომის სათაურის პირველი ასო ალბათ იქნებოდა M.[8]

ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული „ორაკულის“ განყოფილებაში აღნიშნული იქნა, რომ Coldplay უკვე მუშაობდა სტუდიაში შემდეგი ალბომის იდეებზე. მაგრამ ისინი ასევე ისვენებდნენ სამხრეთ ამერიკული ტურნესგან.[9] ცნობილი იყო, რომ პროდიუსერის სახით სტუდიაში დაბრუნდა ბრაიან ინოუ.[10] ჩაწერა გაგრძელდა 2009 წლის დეკემბერში, სამხრეთ ლონდონში არსებულ ეკლესიაში, სტუდიაში, რომელსაც The Beehive ეწოდება.[11] როდესაც ალბომი ჯერ კიდევ მზადდებოდა, პიროვნებამ ზედმეტსახელით Roadie #42 განაცხადა, რომ ის ჯერ არ იყო დასრულებული, მაგრამ სიმღერები უკვე „კანსა და ძვლებს ფლობდნენ“. იმავე პიროვნების მიერ ითქვა, რომ ჯგუფმა შექმნა „მკვლელი მელოდიები“.[12]

სხვადასხვა საზაფხულო ფესტივალზე გამოჩენის დადასტურების შემდეგ, ჯგუფი პირველად გამოვიდა გერმანიაში, ფესტივალზე Rock im Park. Roadie #42-მა დაწერა „დღეს შესრულდა ახალი მასალის საკმაოდ დიდი ნაწილი - სრული ექვსი სიმღერა - აქედან მხოლოდ ერთი თუ მოუსმენია დამსწრებ მსმენელებს“.[13] საზაფხულო ფესტივალებზე სრულდებოდა: Every Teardrop is a Waterfall, Princess of China, Major Minus, Hurts Like Heaven, Charlie Brown (კომიქსის Peanuts პერსონაჟის სახელი) და Us Against the World.

2011 წლის 9 სექტემბერს ჯგუფმა განაცხადა, რომ დაასრულა ალბომი და გამოაქვეყნა მისი სიმღერების სია.[14]

სინგლის Paradise გამოცემის დღეს კრის მარტინისგან ცნობილი გახდა, რომ სიმღერის Princess of China სტუდიურ ვერსიაში მღერის რიანაც.

სტილი[რედაქტირება]

ცნობილია, რომ Mylo Xyloto არის კონცეპტუალური ალბომი. მარტინის თანახმად, იგი „ეფუძნება რეალურ ისტორიას ბედნიერი დასასრულით“. ტექსტების მხრივ, ალბომზე გავლენა მოახდინეს „ძველმა ამერიკულმა გრაფიტი კულტურამ და თეთრი ვარდის მოძრაობამ“. მარტინის თქმით, ალბომზე გავლენა ასევე მოახდინა ტელეარხის HBO სერიალმა The Wire.[7]

ჯგუფი აცხადებდა, რომ სურდა, შემდეგი ალბომი ყოფილიყო „უფრო მეტად აკუსტიკური“ და „უფრო პირადული“, ვიდრე წინამორბედი, 2008 წლის Viva la Vida or Death and All His Friends. ჩაწერა მიმდინარეობდა ჩრდილოეთ ლონდონში არსებულ ეკლესიაში, სტუდიაში The Beehive და სტუდიაში The Bakery, რომელშიც წინა ალბომი იწერებოდა. პროდიუსერის სახით ჯგუფს ეხმარებოდა ბრაიან ინოუ.

გამოცემა და პრომო კამპანია[რედაქტირება]

ალბომის, როგორც „ათწლეულის დაბოლოების“ გამოცემა დაგეგმილი იყო 2010 წლის დეკემბერში, მაგრამ გადაიდო 2011 წლამდე. მასზე მუშაობა ჯერ არ იყო დასრულებული, ვინაიდან მანამდე, ალბომზე მუშაობის დროს თავისუფალ შუალედებში ოთხეული მოგზაურობდა ტურნეს Viva la Vida Tour კონცერტებით. კრის მარტინმა და ჯონი ბაკლენდმა განაცხადეს, რომ ალბომი გამოვიდოდა შემდეგ წელს.

2011 წლის ზაფხულის კონცერტებზე ჯგუფი ასრულებდა რამდენიმე სიმღერას მომავალი ალბომიდან - Every Teardrop is a Waterfall, Major Minus, Hurts Like Heaven, Charlie Brown, Us Against the World და Princess of China.

გამოცემის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი 2011 წლის 12 აგვისტოს. მანამდე, თვეების მანძილზე ცნობილი იყო, რომ ალბომი ნამდვილად გამოვიდოდა 2011 წლის შემოდგომაზე.

სინგლები[რედაქტირება]

Every Teardrop is a Waterfall გამოიცა, როგორც პირველი სინგლი ალბომიდან, თუმცა პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს სიმღერა არ იქნებოდა შეტანილი ალბომში.

2011 წლის 12 სექტემბერს გამოვიდა სინგლი Paradise.[15][16]

2011 წლის 21 ნოემბერს შვეიცარიაში პრომო დისკის სახით გამოვიდა სინგლი Charlie Brown.[17]

სიმღერების სია[რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორები: გაი ბერიმენი, ჯონი ბაკლენდი, უილ ჩემპიონი და კრის მარტინი. ინოუსიფიცირება და დამატებითი ავტორობა - ბრაიან ინოუ.[18]

# სახელწოდება ხანგრძლივობა
1. Mylo Xyloto   0:42
2. Hurts Like Heaven   4:02
3. Paradise   4:38
4. Charlie Brown   4:45
5. Us Against the World   4:00
6. M.M.I.X.   0:48
7. Every Teardrop is a Waterfall   4:01
8. Major Minus   3:30
9. U.F.O.   2:18
10. Princess of China (რიანასთან ერთად) 3:58
11. Up in Flames   3:13
12. A Hopeful Transmission   0:33
13. Don't Let It Break Your Heart   3:54
14. Up with the Birds   3:46
იაპონური გამოცემის დამატებები
# სახელწოდება ხანგრძლივობა
15. Charlie Brown (ცოცხალი, გლასტონბერი 2011) 4:48
16. Life Is for Living (ცოცხალი, გლასტონბერი 2011) 2:30
17. Every Teardrop Is a Waterfall (ცოცხალი, გლასტონბერი 2011) 4:38
  • სიმღერების სია ცნობილი გახდა ჯგუფის საიტიდან, 2011 წლის 9 სექტემბერს.[14][19]
სემპლების ავტორობა[18]

გამოცემები[რედაქტირება]

რეგიონი თარიღი ლეიბლი ფორმატი
მსოფლიო[15][20] 24 ოქტომბერი, 2011 Parlophone კომპაქტ დისკი, ციფრული ჩამოტვირთვა
იაპონია[20] 19 ოქტომბერი, 2011 EMI Music Japan
ავსტრალია[21] 21 ოქტომბერი, 2011
ჩრდილოეთ ამერიკა[20] 25 ოქტომბერი, 2011 Capitol Records

სქოლიო[რედაქტირება]

  1. New album, Mylo Xyloto, out on October 24. Coldplay.com (August 12, 2011). წაკითხვის თარიღი: =August 12, 2011.
  2. Kot, Greg. “Coldplay album review; Mylo Xyloto reviewed“, Chicago Tribune, 23 October 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-10-14. 
  3. Martin, Dan. (21 October 2011)Album Review: Coldplay - 'Mylo Xyloto'. NME. წაკითხვის თარიღი: 19 October 2011.
  4. Michaels, Sean. “Coldplay will never split up“, The Guardian, 2008-12-03. წაკითხვის თარიღი: 2009-08-12. 
  5. Coldplay to begin recording follow-up to Viva la Vida | STV Entertainment. News.stv.tv (2009-01-06). Retrieved on 2011-01-27.
  6. Coldplay's next album set to reflect the band's close bond :: COLDPLAY. Coldplaying.Com. Retrieved on 2011-01-27.
  7. 7.0 7.1 Dan DeLuca, Philadelphia Inquirer (May 24, 2009) "Comedy, confidence, and Coldplay"
  8. Coldplay to unveil new single, Every Teardrop Is a Waterfall :: COLDPLAY. guardian.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2011-06-13.
  9. Coldplay Oracle, November 27, 2009, Coldplay.com
  10. The Times: COLDPLAY are holed up in a dilapidated north London church crafting a new album. 7 Dec 2009. Retrieved 1 January 2010.
  11. The Sun: 2010: a look ahead at the year in pop. January 1, 2010 . Retrieved 11 January 2010.
  12. Roadie #42 - Blog #120 - #42 returns with more news from the studio...“, coldplay.com, 3 June 2010. წაკითხვის თარიღი: 2011-05-26. 
  13. Coldplay Blog. Roadie #42 - Blog #132. coldplay.com. წაკითხვის თარიღი: 5 June 2011.
  14. 14.0 14.1 We've finished the album“, coldplay.com, 9 September 2011. წაკითხვის თარიღი: 2011-09-13. 
  15. 15.0 15.1 New album, Mylo Xyloto, out on October 24. Coldplay.com (August 12, 2011). წაკითხვის თარიღი: August 12, 2011.
  16. Coldplay Releases New Single “Paradise”. Coldplay Releases New Single “Paradise”. BackstageOL. წაკითხვის თარიღი: 12 September 2011.
  17. http://hitparade.ch/showitem.asp?interpret=Coldplay&titel=Charlie+Brown&cat=s
  18. 18.0 18.1 შენიშვნები გამოცემაზე - Mylo Xyloto.
  19. Mylo Xyloto - Coldplay. წაკითხვის თარიღი: 23 September 2011.
  20. 20.0 20.1 20.2 Waddell, Ray. (12 August 2011)Coldplay: The Billboard Cover Story. Billboard. Prometheus Global Media. წაკითხვის თარიღი: 12 August 2011.
  21. Mylo Xyloto - Coldplay. jbhifionline.com (August 24, 2011). წაკითხვის თარიღი: August 24, 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Mylo_Xyloto&oldid=2700926“-დან