არტ-როკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან არტ როკი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არტ-როკი
ჟანრობრივი წარმომავლობა: როკ-მუსიკა, ავანგარდი, ექსპერიმენტული მუსიკა, ფსიქოდელიური მუსიკა
კულტურული წარმომავლობა: 1960-იანი წლები, ინგლისი და აშშ
დამახასიათებელი ინსტრუმენტები: კლავიშებიანი ინსტრუმენტები, ბას-გიტარა, დასარტყმელი საკრავები, გიტარები
მეინსტრიმული პოპულარობა: 1970-იანი წლები, შემდგომ წლებში პოპულარობამ იკლო
პროგრესული როკი, გლემ-როკი, პოსტ-პანკი

არტ-როკი არის ტერმინი, რომელსაც იყენებენ როკ მუსიკის გარკვეული ქვეჟანრების აღწერისას. ეს ჟანრი იმყოფება გარკვეული ექსპერიმენტული ავან-გარდული გავლენის ქვეშ, რომელიც საშუალებას აძლევს, ახალი მუსიკალური სტრუქტურები შესთავაზოს მსმენელს. არტ როკი უშუალოდ არის ისეთი მუსიკალური ჟანრი, რომელიც იყენებს მუსიკალური ალბომის ფორმატს სხვადასხვა სიუჟეტის გადმოსაცემად.

არტ როკის კონცეფცია ახლოს არის პროგრესული როკის სტრუქტურებთან. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ჯგუფებს, რომლებიც 1970-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდნენ მუსიკალურ სცენაზე.