| დედაქალაქი
აპია
Apia
|
აპიაში არსებული მთავრობის შენობა |
|
აპია - სამოას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, მდებარეობს ქვეყნის, სიდიდით მეორე კუნძულის უპოლუს ჩრდილოეთი ნაწილის სანაპირო ზოლში. აპია შედის ტუმასაგას პოლიტიკური რაიონის შეამდგენლობაში. მის აგლომერაციაში ცხოვრობს 37.708 კაცი (2006 აღწერით).
1837 წელს ამ ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპული დასახლება, პირველად აქ ბრიტანელი მისიონერები მივიდნენ. 1900 წელს მოხდა მთელი არქიპელაგის გერმანიასა და აშშ-ს შორის გაყოფა, დასავლეთ სამოა შევიდა გერმანიის შემადგენლობაში. 1914 წელს გერამნელებმა აპიიდან ჯარი ახალ ზელანდიაში გადასხეს. აპია მალევე გახდა ადმინისტრაციული ცენტრი, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთი სამოა ახალი ზელანდიის სამანდატო ტერიტორია გახდა. 1962 წელს აპია გახდა დამოუკიდელი სამოის დედაქალაქი.