მაჯურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედაქალაქი
მაჯურო
Majuro

მაჯუროს ლაგუნა, 1973 წლის თებერვალი
დროშა

ქვეყანა მარშალის კუნძულების დროშა მარშალის კუნძულები
კოორდინატები 7°04′00″ ჩ. გ. 171°16′00″ ა. გ. / 7.06667° ჩ. გ. 171.26667° ა. გ. / 7.06667; 171.26667
ფართობი 9,71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3 მეტრი
მოსახლეობა 27 797 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 2862,72 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+12
მაჯურო — მარშალის კუნძულები
მაჯურო

მაჯურო (ინგლ. Majuro [ˈmædʒəroʊ]) — მარშალის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მოსახლეობა — 27 797 ადამიანი (2011 აღწერით). ქალაქი აგებულია ამავე სახელწოდების ატოლზე, რომელიც შედგება 64 მცირე კუნძულისაგან. მაჯუროს აქვს პორტი, სავაჭრო უბნები და საერთაშორისო აეროპორტი. მოსახლეობა ძირითადად ცხოვრობს ---ის რაიონში (ჩამოთვლილი რაიონები ჩრდილოეთიდან სამხრეთით მდებარეობს): ულიგაში არის მთავარი ბიზნეს ცენტრი. აქ სულ უფრო ვითარდება ტურიზმი, ქვეყანაში არსებობს ამავე სახელწოდების უნივერსიტეტი, სკოლა და დაწყებითი სასწავლებელი. სახელმწიფო დაწესებულებები და სამთავრობო შენობები მდებარეობს დალაპის რაიონში, აქვეა რამდენიმე დიდი მაღაზიაც. ქალაქის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს დარიტის რაიონში, აქვე მდებარეობს მაჯურის საშუალო სკოლების უმრავლესობა. დასავლეთით ატოლზე მდებარეობს ლაურას დასახლებული უბანი, სადაც გადის დ-უ-დ-ის მთავარი მაგისტრალი. ლაურას ატოლზე მდებარეობს მაჯუროს უმაღლესი წერტილი.

ატოლის ფართობი შეადგენს 9,71 კმ²-ს, მაგრამ თუ ამ ტერიტორიას დავუმატებთ ქალაქის გარშემო არსებულ ლაგუნის ტერიტორიას, მაშინ მაჯუროს ფართობი იქნება 295 კმ². მაჯურო არის ქვეყნის მთავარი საექსპორტო ცენტრი, აქედან ხორციელდება მარშალის კუნძულების ერთ-ერთი მთავარი პროდუქციის ქოქოსის ზეთის ექსპორტი.

მაჯურო, ისევე როგორც სხვა ბევრი ატოლი, შედგება ძალიან ვიწრო მიწის ნაკვეთებისაგან. ეს ტერიტორიები ერთმანეთს ხიდების მეშვეობით უკავშირდება.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაჯურო იაპონელების ხელში იყო. 1944 წლის 30 იანვარს მარშალის კუნძულების დედაქალაქში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები შევიდა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]