პაპეეტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედაქალაქი
პაპეეტე
Papeete
პაპეეტეს ხედი
პაპეეტეს ხედი
ქვეყანა საფრანგეთის პოლინეზიის დროშა საფრანგეთის პოლინეზია
კოორდინატები 17°32′00″ ს. გ. 149°34′00″ დ. გ. / 17.53333° ს. გ. 149.56667° დ. გ. / -17.53333; -149.56667
ფართობი 17,4 კმ²
მოსახლეობა 26 181 კაცი (2002)
სიმჭიდროვე 1,505 კაცი/კმ²
აგლომერაცია 127 635
სატელეფონო კოდი 98714

პაპეეტე მდებარეობა დედამიწა

Red pog.svg

პაპეეტე (ფრანგ. Papeete, ტაიტ. Pape’ete) - საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი, მდებარეობს კუნძულ ტაიტზე. დასახლებულ პუნქტში მცხოვრებთა რაოდენობა შეადგენს 26 ათას ადამიანს, ხოლო მის აგლომერაციაში დაახლოებით ცხოვრობს 130.000 კაცი (2002 აღწერით), პაპეეტე არის ფრანგული პოლინეზიის მთავარი საზღვაო პორტი, ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი რომლიდანაც მრავალ ქვეყანაში ხორციელედება რეისები.

მისიონერი უილიამ კრუკი იყო პირველი ევროპელი რომელიც 1818 წელს ეწვია პაპეეტეს. ტაიტის დედოფლის პამარე IV მმართველობის პერიოდში, 1830 წელს, ეს ტერიტორია ქვეყნის დედაქალაქად ცხადდება. პაპეეტე იქცა ქვეყნის მთავარ სავაჭრო და სატრანსპორტო ცენტრად. საფრანგეთის მმართველობის პერიოდში ამ ტერიტორიაზე შეიქმნა პროტექტორატი, ეს ქალაქი უკვე ფრანგული პოლინეზიის დედაქალაქი გახდა. 1884 წელს ხანძარმა პაპეეტეს მნიშვნელოვანი ზიანი მაიყენა, ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი 1906 წლის ციკლონმაც მიაყენა.

1891 წლიდან ამ ტერირტორიაზე ცხოვრობდა პოლ გოგენი.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Kay, Robert F. Hidden Tahiti, Ulysses Press, Berkeley, California, 2001. ISBN 1-56975-222-2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: