ავარუა
| დედაქალაქი
ავარუა
Avarua
|
ავარუა (ინგლ. Avarua) - კუკის კუნძულების დედაქალაქი, მდებარეობს კუნძულ რაროტონგას ჩრდილოეთ სანაპირო ზოლში.
ავარუას მოსახლეობა შეადგენს 10 ათას კაცს (2005 აღწერით), აქ ცხოვრობს კუკის კუნძულების მცხოვრებთა უმრავლესობა.
ავარუაში არის პორტი, საიდანაც ხორციელდება კოპრას, მარგალიტების და ხილის ექსპორტი. აქვე მდებარეობს ქვეყნის მთავარი აეროპორტიც.
2005 წლის თებერვალში კუნძულს ციკლონი დაატყდა, რამაც ავარუას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
|
||||||||||||||||||||
სტატიის