პორტ-ვილა
|
დედაქალაქი
პორტ-ვილა
Port Vila
|
პორტი-ვილა (Port Vila) - ვანუატუს დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. მდებარეობს ახალი ჰებრიდის არქიპელაგის სამხრეთულ კუნძულზე.
პორტ-ვილა არის ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. მოსახლეობა 29,3 ათასი ადამიანი (2003). ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს ნავსადგური და ბაუეფილდის საერთაშორისო აეროპორტი.
ქალაქი გაშენებულია ოკეანის სანაპირო ზოლში, მის სიახლოვეს კი არის დაბალი სიმაღლის მთები. პორტ-ვილის არქიტექტურაზე აისახა ბრიტანული, ფრანგული და მელანეზიური კულტურის გავლენა.
პორტ-ვილის ტერიტორიაზე მრავალი საუკუნის განმავლობაში ცხოვრობდნენ მელანეზიელები. 1606 წელს აქ პირველი ევროპელები პედრო ფერდინანდ კიროსი და ლუის ვაეს დე ტორესი მივიდნენ.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აქ იყო ამერიკული და ავსტრალიური სამხედრო ბაზები. 1987 წელს, პორტ-ვილს ციკლონი დაატყდა, ამან ქალაქის დიდ ნაწილს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
დამეგობრებული ქალაქები [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პორტ-ვილა“ ვიკისაწყობში.
|
||||||||||||||||||||
სტატიის