არლი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
არლი
Arles
|
არლი (ფრანგ. Arles) — ქალაქი და კომუნა სამხრეთ საფრანგეთში, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტში, ყოფილ პროვანსის პროვინციაში. 2008 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 52 729 ადამიანს შეადგენს. ქალაქს კვეთს მდინარე რონა.
კომუნის ტერიტორიაზე მდებარეობს კამარგის რეგიონის უდიდესი ნაწილი, რაც კომუნას საფრანგეთის მეტროპოლიაში უდიდესს ხდის. ქალაქს დიდი ხნის ისტორია აქვს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნდა რომაულ პროვინცია ნარბონის გალიის შემადგენლობაში. 1981 წელს, არლის რომაული და რომანული მონუმენტები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. 1888-1889 წლებში, არლში ცხოვრობდა ვინსენტ ვან გოგი, რა დროის განმავლობაშიც მან 300-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. 1970 წლიდან, ქალაქში იმართება ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- საფრანგეთის ქალაქები
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საფრანგეთში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური ტურისტული ვებ-გვერდი
- ქალაქის გზამკვლევი (ინგლისური)
- Arles heritage website (ფრანგული)
- Town council website (ფრანგული)
- Early history
- Musée de l'Arles et de la Provence antiques
- The Complete Works of Van Gogh, Arles
- Photogallery of Arles
- Information and photos from ProvenceBeyond website
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 164 რუს. • ინგლ. • ფრ. |