ტენერე
იერსახე
აირის მთებისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ნიგერი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | ix, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 573 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
ტენერე — უდაბნო სამხრეთ-ცენტრალურ საჰარაში. მოიცავს ფართო, ქვიშიან სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიდან ჩადის დასავლეთ ნაწილამდე. ფართობი შეადგენს 400 000 კმ²-ს. დასავლეთით ესაზღვრება აირის მთები, ჩრდილოეთით აჰაგარის მთები, ჩრდილო-დასავლეთით ჯადოს პლატო, აღმოსავლეთით ტიბესტის მთები, სამხრეთით კი ჩადის ტბის აუზი.
უდაბნოს ჰავა ექსტრემელურად ცხელია, პრაქტიკულად არ გვხვდება არანაირი მცენარე. ზაფხულში ტემპერატურა 42 °C-ს აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობა 25 მმ-ს შეადგენს.
სახელწოდება მოდის ტუარეგის ენიდან და ნიშნავს „უდაბნოს".
1991 წელს, აირის მთები და ტენერეს ბუნების ნაკრძალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 573 ინგლ. • რუს. • ფრ. |
|