ჩოლისტანის უდაბნო
იერსახე
ჩოლისტანის უდაბნო — უდაბნო აზიაში, პაკისტანის ტერიტორიაზე. მოიცავს 26 300 კმ²-ს. უერთდება თარის უდაბნოს.
სახელწოდება მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „ჩოლი", რაც უდაბნოს ნიშნავს. უდაბნოს ტერიტორიაზე არსებული მოსახლეობა ნახევრად მომთაბარე ცხოვრებას ეწევა, რომლებიც ძირითადად წყლისა და პირუტყვის საკვების ძიებაში იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. უდაბნოს ტერიტორიაზე გაედინება მდინარე ჩაგარ-ჰარკას დამშრალი კალაპოტი, რომლის გასწვრივაც, ინდის ხეობის მრავალი ცივილიზაციის ნასახლარია აღმოჩენილი.
უდაბნო ყოველწლიურად მასპინძლობს ავტორბოლას, რომელიც ცნობილია როგორც „ჩოლისტანის უდაბნოს რალი". იგი პაკისტანის მოტო-სპორტის უდიდეს ღონისძიებას წარმოადგენს.