ტაბერნასის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაბერნასის უდაბნოს დიდი მაღლობი

ტაბერნასის უდაბნო — უდაბნო ესპანეთში. მდებარეობს ალმერიის პროვინციაში, დედაქალაქ ალმერიიდან 30 კმ-ით ჩრდილოეთით, ტაბერნასის მუნიციპალიტეტში. მოიცავს 280 კმ²-ს. ტერიტორია დაცულია.

ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი 14 სმ-ს შეადგენს. საშუალო წლიური ტემპერატურა 20°C-ია. ზაფხულში ის მაქსიმუმს აღწევს (40°C), ხოლო ზამთარში ხშირია ყინვაც. მთათა სისტემებით დაცულია ხმელთაშუაზღვიური ტენისგან. მზიანი დღეების დიდი რაოდენობა (3000 სთ წელიწადში) განაპირობებს მშრალ კლიმატს, რაც რეგიონს ნამდვილ უდაბნოდ აქცევს.

უდაბნო ძალიან ჰგავს აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის უდაბნოებს, ასევე მთვარის ზედაპირს, რის გამოც ის მრავალ ფილმშია გადაღებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]