ტანამის უდაბნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უდაბნო აღნიშნულია წითელი ფერით

ტანამის უდაბნო (ინგლ. Tanami Desert) — უდაბნო ჩრდილოეთ ავსტრალიაში. ვრცელდება ჩრდილოეთი ტერიტორიისადა დასავლეთი ავსტრალიის შტატებში.

ავსტრალიის უდაბნოებს შორის ფართობის მიხედვით მესამე ადგილი უკავია და შეადგენს 184 500 კმ², რაც მთელი კონტინენტის 2.4%-ია. ტანამის უდაბნოს ესაზღვრება დიდი ქვიშიანი უდაბნო. უდაბნოს ტერიტორიზე არსებული ქალაქებიდან მოსახლეობით ყველაზე დიდია ალის-სპრინგსი. ტანამის უდაბნოში მცხოვრებლების უმრავლესობას შეადგენს ავსტრალიელი აბორიგენები.

აქ ყოველწლიური ნალექების რაოდენობა 429.7 მმ-ს არ აღემატება. ზაფხულობით ამ ტერიტორიაზე საშუალო ტემპერატურა შეადგენს 33.5 °C, ხოლო ზამთრობით 16.4 °C.

ტანამის უდაბნოს კოორდინატები 20° ს. გ. 130° ა. გ. / 20° ს. გ. 130° ა. გ. / -20; 130.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]