დელიბლატოს უდაბნო
Jump to navigation
Jump to search
დელიბლატო (სერბ. Deliblatska Peščara) — ქვიშიანი ტერიტორია სერბეთში, ვოევოდინის ავტონომიაში. მდებარეობს ისტორიულ ბანატის რეგიონში. სახელი ეწოდა აქ მდებარე სოფელ დელიბლატოსგან.
დელიბლატო ევროპის უდიდესი ქვიშიანი ტერიტორიაა, რომელიც ერთ დროს დიდ, პრეისტორიულ უდაბნოს ნაწილს წარმოადგენდა. წარმოაქმნა უძველესი პანონიის ზღვის უკან დახევის შედეგად. შემოგარენში არსებული ტყეების გამო, ტერიტორია გაფორმდა სპეციალურ ბუნებრივ ნაკრძალად, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს ექსკლუზიურ სანადირო ტერიტორიას, სადაც მონადირეები დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
- Gallery from Deliblato Sands on www.wild-serbia.com
- Deliblatska Peščara
- Deliblatska Peščara
- Tourism Potentials