ოლტენიის საჰარა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ოლტენიის საჰარა — გაუდაბურებული ტერიტორია რუმინეთში, ვლახეთის ვაკეზე. მდებარეობს ქალაქებს - კალაფატსა და დაბულენს შორის და მოიცავს 800 კმ²-ს.
სახელი ოლტენიის საჰარა ამ ტერიტორიას პრესამ შეურჩია და მოსახლეობამაც უმალ აიტაცა. გაუდაბურების უპირველესი მიზეზი 1960-იანი წლებიდან დაწყებული ტყის მასიური გაჩეხვაა. ეს ერთადერთი ადგილია მთელს ევროპაში, სადაც ოფიციალურად არსებობს ქვიშის მუზეუმი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]